კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ,,კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი’’, – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 6 მაისს კოტე მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე შედგება.
სპექტაკლში აფხაზეთის ომის დროს სოფელ კომანში მომხდარი ამბავი – ქართველი მღვდელ-მონაზონის მამა ანდრიასა (ყურაშვილი) და აფხაზი ქველმოქმედის იური ანუას დახვრეტის ტრაგედიაა გადმოცემული. პიესის ავტორები არიან ოთარ პერტახია და ირაკლი სამსონაძე. რეჟისორი – სოსო ნემსაძე, მხატვარი – მირიან შველიძე, კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე.
სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II
www.mrevli.ge არქეოლოგ რონ უაიტს აქვს ლექცია ქრისტეს სისხლის ანალიზის შესახებ, ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით მეცნიერი ამტკიცებს, რომ ქრისტე უფალია და მესიაა.
www.mrevli.ge ტელეკომპანია BBC-ის რუსი ჟურნალისტის ინტერვიუ უწმინდეს ილია II-სთან. საუბარი შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალს, ასევე ვიზიტს დედოფალთან და ურთიერთობას რუსეთის სახელმწიფოსთან. უწმინდესმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სამომავლოდ აპირებს ცხუმ--აფხაზეთის ეპარქიაში ჩასვლას.