† მრწამსი †
კვირა, 22.12.2024, 12:39

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსაოთხუპაშაკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 418

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2011 » იანვარი » 30 » რა არის ლოცვა
რა არის ლოცვა
11:26

 
წაიკითხეთ ლოცვის შესახებ
ლოცვა
ლოცვა ღმერთთან საუბარია. ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი სრულიად მინდობილია ღმერთს და მისი ლოცვა მთავრდება სიტყვებით: იყავ ნება შენი ღმერთო! რადგან დარწმუნებულია, რომ ღმერთმა უკეთ იცის, რაა სულისათვის სასარგებლო. ამიტომ თავს მოწევნილ განსაცდელსაც კი მადლიერებით ხვდება. ლოცვის წინ აუცილებელია შეურიგდე შენს მტრებს, აპატიო მათ, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, შენს ლოცვას არ ისმენს ღმერთი, თუმცა ბოროტება, უზნეობა, უნდა გძულდეს, ხოლო ბოროტებას დამორჩილებული ადამიანი გვებრალებოდეს. მის გამოსწორებას უნდა ვცდილობდეთ და ვევედრებოდეთ ღმერთს. ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა, განურჩევლად ეროვნებისა და ჩვენც, თუ ღვთის შვილობა გვსურს, ყველა უნდა გვიყვარდეს.უნდა ვილოცოთ როგორც ცოცხალთა, ასევე გარდაცვლილთათვის, ღვთის წინაშე ხომ ყველა ცოცხალია.
ლოცვაში სასიამოვნო შეგრძნებებს და სიხარულს ნუ ეძიებ და თუნდაც ეს გრძობა გეწვიოს, მისით ნუ დატკბები. ლოცვის მიზანი უფალთან გული შემუსვ-რილებით საუბარია და მასთან სინანულით მიახლებაა, მაგრამ არა ტკბობა, ე.წ. სულიერი ტკბილეულით ანუ ლოცვის პროცესით. ხორციელი საკვებით საკვებით ტკბობა, პირის ჩაგემრიელება და ამის ცხოვრების მიზნად დასახვა, ცოდვაა. ეს უნდა მივიღოთ, როგორც სიმართლის საშუალება. ასევე ცოდვაა და უკიდურესად დამღუპველია სულიერი ტკბობის ძიება, თუკი ეძებ ის მოვა, მაგრამ მოვა მარცხნიდან _ ავხორცობისა და სიძვის დემონისაგან. გემოთმოყვარეობას ის ეძიებს, ვისაც არ უყვარს უფალი და მისი მცნებები, არამედ უყვარს ტკბობა. ლოცვისას და ლოცვის დასრულების შემდეგ იპყრობთ ხორციელი მღელვარება, სიხარული, მაგრამ მღელვარე და ვნებიანი. მაგალითად ასეთი რამ შეიმჩნევა ხლისტებში, ამგვარია მტრის ხიბლი, რომელიც იმ ამპარტავან და თვით-დაჯერებულ ადამიანს შეემთხვევა ხოლმე, რომელიც ლოცვაში მშვიდობასა და საკუთარი უძლურების შეცნობას, ღვთის შიშსა და მოთმინებას კი არ ეძებს, არამედ სასიამოვნო შეგრძნებებს. ყოველივე სასიხარული და ამაღლებული, რომელიც ლოცვის დროს მოულოდნელად გეწვევა, უღირსად ჩათვალე, სიფრთხილით მიუდექი, რომ მტერმა ხიბლის ბადეში არ გაგხვიოს, არ დაგატკბოს და არ დაგაგემოვნოს. მხედველობიდან ნუ გაუშვებ იმას, რომ სულის განწმენდას, სინანულს ეძებ და არა მომხიბლავ სიხარულს. ღვთის სიხარული გამოუთქმელად მშვიდია, ნათელი და წმიდა, ამ დროს ყოველგვარი ხორციელი გრძობა სრულიად იძინებს და სხეულში სისხლი კი არ ღელდება, არამედ არამიწიერი სიმშვიდე და სიწმინდე ინადგურებს. ჩვეულებრივ ეს დიდხანს არ გრძელდება ხოლმე, როგორც მამის ალერსი მორჩილების და სინანულის ჯილდოდ. მის შემდგომ კიდევ უფრო უნდა დამდაბლე, ყურადღება მიაქციო, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შეიქმნა. ნუ დაივიწყებ, რომ ეს დაუმსახურებელი წყალობაა და მადლის მიღების შემდეგ ყოველთვის მტრის დარტყმას ელოდე.
ღვთაების სავანე არქიმანდრიტი ბენიამენი

კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 1415 | დაამატა: mrwamsi | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024