კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ,,კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი’’, – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 6 მაისს კოტე მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე შედგება.
სპექტაკლში აფხაზეთის ომის დროს სოფელ კომანში მომხდარი ამბავი – ქართველი მღვდელ-მონაზონის მამა ანდრიასა (ყურაშვილი) და აფხაზი ქველმოქმედის იური ანუას დახვრეტის ტრაგედიაა გადმოცემული.
პიესის ავტორები არიან ოთარ პერტახია და ირაკლი სამსონაძე. რეჟისორი – სოსო ნემსაძე, მხატვარი – მირიან შველიძე, კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე.