გადიდებთ შენ ყოვლადწმინდაო დედაო ქრისტეს ღვთისა ჩვენისაო
და ყოვლად დიდებულსა მიცვალებასა შენსა ვადიდებთ
მიძინება - მარიამობა
მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.
მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.