სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით ...
"მკაცრი რეჟიმის ბანაკში", სადაც უსამართლოდ დაპატიმრებული მამა არსენი იხდიდა კომუნისტების მიერ დაკისრებულ სასჯელს, ერთი ახალგაზრდა მოიყვანეს, სახელად ალექსი, რომელსაც სისხლის სამართლის დამნაშავეებმა მაშინვე მოუძებნეს მიზეზი და ჩხუბში გამოიწვიეს. მამა არსენი, რომელიც ყველას წინაშე თავმდაბალი და მშვიდი ადამიანი იყო, ალექსის გამოესარჩლა და ჩხუბში ჩაერია.