† მრწამსი †
კვირა, 22.12.2024, 13:23

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსაოთხუპაშაკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 418

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » უფლის მეორედ მოსვლის შესახებ
უფლის მეორედ მოსვლის შესახებ
13:28

 
უფლის მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს დღის მოახლოების ნიშნები (მთ. 24)
უფალმა ისევ ჩვენივე ზნეობრივი სიკეთისათვის არ ინება, გაემხილა ამჟამინდელი ცისა და ქვეყნის „ბოლო ჟამის" თარიღი, დღე ძე კაცისას მოსვლისა, „დღე უფლისა". „დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მთ. 24,36). „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი იგი მამამან დასხნა თჳსითა ხელმწიფებითა" (საქმ. 1,7). ამ გაურკვევლობამ უნდა აიძულოს ქრისტიანები, მუდმივად ფხიზლობდნენ სულიერად: „მღვძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი... რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ მღვიძარე იყვენით" (მრკ. 13,33,37).

მაგრამ უფლისაგან დაწესებული ვადების არცოდნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქრისტიანს, ფიქრებით ჩაუღრმავდეს ისტორიულ მოვლენათა მსვლელობას და მათში „ბოლო ჟამის" მოახლოების ნიშნები ამოიცნოს. უფალი გვარიგებდა: „ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დარჩჩჳან, და ფურცელნი გამოვალნ, უწყოდით, რამეთუ ახლო არს ზაფხული" (მთ. 24,32).
აი, საღვთო წერილში მითითებული ზოგიერთი ნიშანი:
ა. სახარების გავრცელება მთელს მსოფლიოში: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფევლისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული" (მთ. 24,14);
ბ. ბოროტი ძალების უჩვეულო გამოვლინება. „განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განხმეს სიყვარული მრავალთაჲ" (მთ. 24,12). პავლე მოციქღლთ ამბობს: „უკანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი: და იყუნენ კაცნი თავის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ... გულისთქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ ღა ძალსა მისსა უარყოფდნენ" (2 ტიმ. 3,1-5). რწმენიწ დასუსტება: „ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?" (ლკ. 18,8);
გ. ეშმაკი წამოიწყებს ბრძოლას ქრისტეს სამეფოს წინააღმდეგ თავისი იარაღის - ანტიქრისტეს მიერ. სახელდება „ანტიქრისტე" წმიდა წერილში ორგვარი მნიშვნელობით გამოიყენება: ზოგადი, რომელი გულისხმობს ქრისტეს ყველა მოწინააღმდეგეს (ამ გაგებით იხსენიება ანტიქრისტე წმ. იოანე ღვთისმეტყველის 1 და მე-2 ეპისტოლეებში) და განსაკუთრებული მნიშვნელობით, გარკვეული პირის - ქრისტეს მოწინააღმდეგის აღსანიშნავად, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდება. ანტიქრისტეს თვისებებსა და საქმეებზე ვკითხულობთ პავლე მოციქულთან: „ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ, უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტოდე თქუენ?... რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უსჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაითგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდნეს იგინი, ამისთჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა რწმენეს მათ ტყუვილისაი" (2 თეს. 2,3-11). ღვთის ამ მოწინააღმდეგის სახეს აგრეთვე აღწერს დანიელ წინასწარმეტყველი თავის გამოცხადებაში (თავ. 11-13). ანტიქრისტე იმოქმედებს სამსჯავროს დღემდე (2 თეს. 2,8). ანტიქრისტეს პიროვნების თვისებებსა და მოქმედების სავარაუდო ფორმებს ზედმიწევნით აღწერენ წმ. კირილე იერუსალიმელი თავის „განსასწავლ დარიგებებში" (მე-5 და მე-15) და ღირსი ეფრემ ასური ნაშრომში „სიტყვა უფლისა და ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ";
დ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში მითითებულია ანტიქრისტეს მოღვაწეობის ეპოქაში „ორი მოწმის" გამოჩენა, რომლებიც იწინასწარმყტყველებენ ჭეშმარიტებას, მოახდენენ სასწაულებს და „რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი ... მოკლნეს იგინი ... შემდგომად სამისა მის და ნახევარისა დღისა... აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა... და აღვიდეს ზეცად" (გამოცხ. 11, 3-12).

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება
 
 
კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 1973 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: მოსვლა, უფლის, მეორედ | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024