† მრწამსი †
კვირა, 22.12.2024, 14:37

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსაოთხუპაშაკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 418

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2010 » ივლისი » 5 » წმიდა სერაფიმ საროველი
წმიდა სერაფიმ საროველი
13:10

   
 
წმიდა სერაფიმ საროველის ცხოვრება და მოღვაწეობა

ღირსი სერაფიმე დაიბადა ქ. კურსკში, ადგილობრივი ვაჭრის ოჯახში. მამა ადრე დაეღუპა. ყმაწვილობაში, სერაფიმე გადმოვარდა წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის მშენებარე ეკლესიის სამრეკლოდან, მაგრამ უვნებელი გადარჩა. სერაფიმემ 1776 წ. მოილოცა კიევო-პეჩორის ლავრა, აქშ ხუცესმა დოსიფეიმ მას მიუთითა ადგილი საროვში, სადაც უნდა მიეღო მორჩილება და ბერად აღკვეცილიყო. 1786 წ. სერაფიმე ბერად აღიკვეცა საროვის მონასტერში (ტამბოვის გუბერნია), ხოლო 1793 წ. ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონოზვნად. სერაფიმემ ტყეში განმარტოებასა და ლოცვაზე აიღო კურთხევა. ორი წლის შემდეგ კი წყალმანკით დაავადდა, სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა; სამი წელი იავადმყოფა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა: "მე სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს – ჩვენს უფალს, იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმიდა დედას ვარ მინდობილი”, განუცხადა მან საროვის მონასტრის იღუმენს მამა პახუმის და ზიარება მოითხოვა. საეკლესიო გადმოცემით, წმ. სერაფიმეს ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისემეტყველის თანხლებით. ყოვლადწმიდა ქალწული კვერთხით შეეხო სნეულის ფერდს, სასწაულებრივად გაჩენილი ნასვრეტებიდან სხეულში დაგუბებულმა სითხემ ნელ-ნელა იწყო დენა და მალე წმინდანი სრულიად გამოჯანმრთელდა.
საეკლესიო გადმოცემით წმ. სერაფიმე არაერთხელ გახდა საღვთო ხილვების ღირსი: იგი წირვა-ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა თავათ მაცხოვრის გამოცხადებამ, დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურგიაზე. ამ ხილვის შემდეგ მან გაამკაცრა ღვაწლი: დილით სავანეში შრომობდა, ღამით კი – უდაბურ ტყეში, განმარტოებულ კელიაში ლოცულობდა. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო და ფუტკარიც მოიშენა. გამუდმებული შრომით ის თავს იცავდა მოწყინებისაგან, რომელიც, როგორც შემდგომ აღნიშნავდა, ერთ-ერთი ყველაზე საშიში საცდურია. ზამთარ-ზაფხულ მხოლოდ ერთი ტანისამოსი ეცვა და მკაცრად იცავდა მარხვას.
წმ. სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად სიარულს მოუხშირეს არა მხოლოდ მონასტრის ძმებმა, არამედ ერისკაცებმაც. ეს არღვევდა მის მყუდროებას, ამიტომ, წინამძღვრის კურთხევით, წმინდანმა თავისთან მოსვლა აუკრძალა ჯერ ქალებს, შემდეგ კი – ყველა დანარჩენს. წმ. სერაფიმეს ლოცვით მის კელიასთან მისასვლელი გზა სასწაულებრივად, ფიჭვის ხეებით გადაიხლართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმიდა მამამდე. წმინდანის ცხოვრებაში აღწერილია ფაქტი, რომ წმ. სერაფიმე საკუთარი ხელიდან პურით კვებავდა დათვს.
საეკლესიო გადმოცემით, წმ. სერაფიმეს ძლიერ ებრძოდა სატანა, რომელიც ცდილობდა დაეფრთხო იგი, შემდეგ კი ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. წმ. სერაფიმემ კიდევ უფრო გაემკაცრა ღვაწლი – ყოველ ღამით ის უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით წარმოსთქვამდა იესოს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. ერთხელ ყაჩაღები თავს დაესხნენ უდაბნოში მომუშავე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად სცემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული კელიის გაჩხრეკის შემდეგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, დარცხვენილები განერიდნენ იქაურობას. წმინდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ წმ. სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფელებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.
იღუმენ ისაიას გარდაცვალების შემდგომ, წმიდა მამამ, მდუმარების ღვაწლი იტვირთა 3 წლის განმავლობაში. 1810 წ. გაზაფხულზე, 15 წლიანი განდეგილობის შემდეგ წმ. სერაფიმე სავანეში დაბრუნდა. აქ იგი ერთ კელიაში დაეყუდა, საიდანაც არასდროს გამოდიოდა. ეკლესიის გადმოცემით წმ. სერაფიმეს განჭვრეტის და სასწაულთმოქმედების უდიდესი ნიჭი მიემადლა. 1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმინდანის კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისათვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებელთა გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. წმინდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევოს დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.
სიცოცხლის უკანასკნელ წელს წმ. სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა; ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. მას ხშირად ხედავდნენ კელიის კარებთან მდგარ კუბოსთან, რომელიც საკუთარი ხელით შეამზადებინა თავისთვის. ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნებულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის, წმინდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო. წმ. სერაფიმე ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: "სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კელიაში ხანძარი არ გაჩნდება; ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება”. როდესაც კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმე კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილი აღსრულებულიყო. 
კატეგორია: წმინდანები | ნანახია: 2743 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: სერაფიმ, სარიველი, წმინდანები, ცხოვრება | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024