დღესასწაულები:
15 აპრილი - ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ათორმეტთაგან მოძრავნი:
8 აპრილი - ბზობა - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში 24 მაისი - ამაღლება იესო ქრისტესი 3 ივნისი - სულთმოფენობა - სულიწმიდის გარდამოსვლა
ათორმეტთაგან უძრავნი:
7 იანვარი - ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი 19 იანვარი - განცხადება - იესო ქრისტეს ნათლისღება 15 თებერვალი - მირქმა - იესო ქრისტეს მიგებება 7 აპრილი - ხარება - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარება 19 აგვისტო - ფერისცვალება - იესო ქრისტეს ფერისცვალება 28 აგვისტო - მარიამობა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინება 21 სექტემბერი - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა 27 სექტემბერი - ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრისა 4 დეკემბერი - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება
დიდი დღესასწაულები:
14 იანვარი - წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხსენება წმ. ბასილი დიდისა 27 იანვარი და 1 ივნისი - წმ. დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა 7 ივნისი - სულიწმიდის დღე, სამებობა 7 ივლისი - წმ. იოანე ნათლისმცემლის შობა 12 ივლისი - წმ. თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი 13 ივლისი - სვეტიცხოვლობა (ტაძრის დღესასწაული) 11 სექტემბერი - თავისკვეთა წმ. იოანე ნათლისმცემლისა (მარხვა) 14 ოქტომბერი - მცხეთობა - სვეტიცხოვლობა, დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა მირონმდინარისა; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველი;
გარდამავალი დღესასწაულები:
23 თებერვალი (ყველიერის ხუთშაბათი) - ღირსი შიო მღვიმელის ხსენება 3 მარტი (დიდი მარხვის პირველი შაბათი) - დიდმოწამე თეოდორე ტირონისა 11 მარტი (დიდი მარხვის II კვირიაკე) - ღირსი გრიგოლ პალამას ხსენება 25 მარტი (დიდი მარხვის IV კვირიაკე) - ღირსი იოანე სინელის ხსენება 1 აპრილი (დიდი მარხვის V კვირიაკე) - ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენება 7 აპრილი (ბზობის წინა შაბათი) - მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი 6 მაისი (აღდგომიდან III კვირიაკე) - მენელსაცხებლე დედათა და კეთილმორწმუნე მეფე თამარისა 13 მაისი (აღდგომიდან IV კვირიაკე) - მართალი ტაბითასი 30 მაისი (ამაღლების შემდეგი ოთხშაბათი) - ღირსი დოდო გარეჯელის ხსენება 31 მაისი (ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი) - ღირსი დავით გარეჯელის ხსენება 10 ივნისი (სულთმოფენობის შემდეგი კვირიაკე) - ყოველთა წმიდათა ხსენება
საეკლესიო სამახსოვრო დღეები:
4 იანვარი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღე 25 მარტი - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე 2 აგვისტო - ხსენება წმ. ილია მართლისა; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე 25 დეკემბერი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე
მარხვები:
დიდი მარხვა - 27 თებერვალი - 14 აპრილი პეტრე-პავლობის მარხვა - 11 ივნისი - 11 ივლისი მარიამობის მარხვა - 14 აგვისტო - 27 აგვისტო ქრისტეშობის მარხვა - 28 ნოემბერი - 6 იანვარი
ერთდღიანი მარხვები:
ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა ხსნილისა ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე - 11 სექტემბერი ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი
ხსნილი:
შობიდან ნათლისღებამდე - 7-17 იანვარი მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - 6-12 თებერვალი ბრწყინვალე შვიდეული - 15-21 აპრილი სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული - 3-9 ივნისი ყველიერი (ხსნილი მხოლოდ რძის პროდუქტებით და თევზით) - 20 თებერვალი - 26 თებერვალი
მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები:
ხორციელის შაბათი - 18 თებერვალი დიდმარხვის II შაბათი - 10 მარტი დიდმარხვის III შაბათი - 17 მარტი დიდმარხვის IV შაბათი - 24 მარტი თომას კვირის სამშაბათი - 24 აპრილი სულის შაბათი - 2 ივნისი დიმიტრის შაბათი - 3 ნოემბერი
|