სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ სამშობლოს სიყვარულზე იქადაგა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, მამულთან, კულტურასთან და სარწმუნოებასთან კავშირი არ უნდა დავკარგოთ.მისი თქმით, სამშობლო არამარტო ცა და ქვეყანაა, არამედ ყოველი ჩვენგანი მისი ნაწილი ვართ და ჩვენი ყოველი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს მას.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია, როდესაც თანამემამულეები ხშირად თავის თანამდებობაზე, შემოსავალზე, ბედნიერებაზე ფიქრობენ და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე.
„ძალიან მაკვირვებს, როცა ჩვენი პარლამენტარები ამბობენ - ეს ეკუთვნის უმცირესობას, ის კი უმრავლესობასო. გვავიწყდება, რომ ჩვენს უკან დგას სამშობლო, ის სანუკვარი, საოცარი რამ, რომელიც თუ დაიკარგა ყველაფერი გაქრება. აღარც ჩვენ ვიარსებებთ და გავითქვიფებით რომელიმე ერში. ამიტომ, სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს. იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომელ პარტიას ვეკუთვნით. ჩვენ ყველას ერთი პარტია გვაქვს და ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი", - ბრძანა პატრიარქმა.
...
სრულად ნახვა »