† მრწამსი †
ორშაბათი, 29.04.2024, 17:23

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსაოთხუპაშაკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 417

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2012 » დეკემბერი » 7 » წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ცხოვრება
წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ცხოვრება
15:37

 
 
 
დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას მართლმადიდებლური სამყარო 7 დეკემბერს აღნიშნავს. ამ ადამიანის ცხოვრება და მოწამებრივი აღსასრული კიდევ ერთხელ ადასტურებს წმინდა ანტონ დიდის ნათქვამს, რომ სხვაა წიგნიერება და სხვა - განათლება. განათლება, ამ უდიდესი მეუდაბნოე მამის თქმით, ჭეშმარიტების შემეცნებას გულისხმობს. ამიტომაც ევედრებიან წმინდა ეკატერინეს გონების გასაძლიერებლად და გასანათლებლად. მავანნი ამბობდნენ და ამბობენ, ქრისტიანობა მონათა და გლახაკთა რელიგიააო. არადა, წმინდა გიორგი, წმინდა ბარბარე, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ბასილი დიდი, წმინდა შუშანიკი, წმინდა ქეთევანი, წმინდანნი დავით და კონსტანტინე მხეიძეები... და კიდევ მრავალი სხვა სწორედაც რომ დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდნენ. ამ ჩამონათვალში უნდა მოვიხსენიოთ წმინდა ეკატერინეც, რომელიც ალექსანდრიაში ცხოვრობდა და სამეფო გვარის წარმომადგენელი გახლდათ - მის ძარღვებში მეფური სისხლი ჩქეფდა. იგი მარტო წარმომავლობით არ გამოირჩეოდა სხვათაგან - მისი სილამაზე ხიბლავდა და აოცებდა ყველას. გარეგნულად უმშვენიერესი ქალწული სიბრძნითა და განსწავლულობითაც ხიბლავდა გარშემო მყოფთ - დაწვრილებით შეესწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა, მჭევრმეტყველება... ჰოდა, გამოუცხადა თავის მშობლებს, რომ მხოლოდ ისეთ ჭაბუკს გაჰყვებოდა, რომელიც მასზე აღმატებული იქნებოდა წარმომავლობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და განსწავლულობით. იმჟამინდელ რომში ასეთი ჭაბუკი ვერ მოიძებნა. ეკატერინეს დედა ფარული ქრისტიანი იყო და ძალიან წუხდა, თავისი შვილი ასე რომ შეეპყრო ამპარტავნებას. ამიტომაც საკუთარ მოძღვართან წაიყვანა, რომელიც განკრძალულ გამოქვაბულში განრიდებოდა წუთისოფლის ამაოებას და იქ მოღვაწეობდა. როდესაც ბერმა მოუსმინა ეკატერინეს, უთხრა: მე ვიცნობ ჭაბუკს, ყველაფრით აღმატებულს შენზე: მისი მშვენება მზეზე უბრწყინვალესია; სიბრძნე-ყველაფერს არსებულს განაგებს; სიმდიდრე მთელ სამყაროს მოეფინება, მაგრამ კი არ მცირდება, არამედ მრავლდება; მისი წარმომავლობა კი ენით გამოუთქმელიაო. დამშვიდობებისას გადასცა ხატი, რომელზეც გამოსახული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი ხელში, და ასწავლა, როგორ ელოცა. წმინდა ეკატერინე თავის ოთახში განმარტოვდა და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ღამით, ლოცვით დაქანცულს, ჩაეძინა და იხილა ღვთისმშობელი, რომელიც თავის ღვთაებრივ ყრმას ევედრებოდა, შეეხედა ეკატერინესათვის, ის კი უარს ამბობდა: ის ისეთი უშნოა, არ შევხედავო. მეორე დღეს ბერმა უამბო ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ეკატერინეს, მონათლა და იმავე ღამით კვლავ გამოეცხადა ახლად ნათელღებულს ღვთისმშობელი ყრმით. ჰოდა, იესომ შესცინა ეკატერინეს და თავისი ბეჭედი გაუკეთა ხელზე. ჩვენებიდან გამორკვეულ ქალწულს თითზე სწორედ ეს საკვირველი საჩუქარი, ოქროს ბეჭედი, ეკეთა. სწორედ ამ დროს ალექსანდრიაში წარმართული დღესასწაული გაიმართა, რომელსაც თავად იმპერატორი მაქსიმინი ესწრებოდა. გაველურებული ბრბო კერპებს სწირავდა ყველაფერს, ქრისტიანების ჩათვლით. ეკატერინეს მართალი სული ვერ შეეგუა ასეთ უმსგავსობას და მაქსიმინი ხალხის თანდასწრებით ამხილა, აღიარა საკუთარი რწმენა და ირგვლივ მყოფთაც უქადაგა ქრისტე. მაქსიმინი მიხვდა, რომ ვერ დაამარცხებდა ქალწულს, ამიტომაც რომის იმპერიის 50 საუკეთესო სწავლული და ფილოსოფოსი შეკრიბა და საჯარო დებატები გამართა. წმინდა ეკატერინემ პირველივე მეტოქეს ისე დაუსაბუთა კერპთა არარაობა და ქრისტეს ღვთაებრიობა, რომ ორმოცდაათივე სწავლულმა ერთხმად აღიარა ქრისტე. განრისხებული იმპერატორის ბრძანებით, ყველა ცეცხლში დაწვეს. შემდეგ სიმდიდრით სცადეს წმინდა ეკატერინეს მოხიბვლა, მაგრამ ამაოდ. მაშინ საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. სწორედ იქ მოინახულა ქალწული დედოფალმა ავგუსტამ. გააოცა დედოფალი მარტვილის სიმტკიცემ და მხნეობამ. სულით ხორცამდე შეძრა მისმა სიტყვებმა და სწავლებამ. და დედოფალმა, თავის ამალასთან ერთად, ირწმუნა ქრისტე. მეორე დღეს საწამებლად გაიყვანეს. ეკატერინე თავისი ფეხით მიუახლოვდა ბორბალს, რომელზეც უნდა გაეკრათ, მაგრამ უფლის ანგელოზმა ნამსხვრევებად აქცია იგი. ამ სასწაულის მხილველმა დედოფალმა ავგუსტამ ხმამაღლა აღიარა ქრისტე. და იგი, თავის ამალასთან ერთად, სიკვდილით დასაჯეს. დაქვრივებულმა მაქსიმინიმ ახლა სადედოფლო ტახტი შესთავაზა მოწამეს, მაგრამ კვლავ უარი მიიღო - ეკატერინე ხომ თავად უფალმა დაწინდა თავის სასძლოდ, როდესაც ხელზე ბეჭედი გაუკეთა. მას შემდეგ არც არასოდეს მოუშორებია უფლის ეს წინდი ხელიდან. რა იყო მთელი იმპერიის სიმდიდრე და ძალაუფლება იმ სიტკბოსთან შედარებით, რასაც უფალი განუმზადებდა თავის ერთგულთ. ამიტომაც ქალწული საკუთარი ფეხით მივიდა ჯალათის კუნძამდე. წმინდა ეკატერინეს თავი მოჰკვეთეს. მაქსიმინი გამარჯვებას ზეიმობდა, მაგრამ უცბად აღმოაჩინა, რომ წამებულის ცხედარი აღარსად იყო. ვერავინ შეძლებდა მის წაღებას, რადგან ფიცარნაგს გაძლიერებული დაცვა იცავდა. ვერც ვერავინ შეძლო მისი პოვნა მთელი ორი საუკუნის განმავლობაში. მხოლოდ მეექვსე საუკუნეში განეცხადათ ბერებს, რომ წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე მიაკვლიეს მის თავსა და ხელს და სინას მონასტერში გადააბრძანეს. ადამიანი მთელი სამყაროს გვირგვინადაა შექმნილი. და ღვთაებრივ მადლთან ზიარებისას იგი მაღლდება ყოველივე მატერიალურზე, დროის ჩათვლით - წმინდა ეკატერინე მეოთხე საუკუნის დასაწყისში აწამეს (305-313წწ.), მაგრამ მისი წმინდა ნაწილები დღემდე უხრწნელადაა შემონახული და მნახველს არწმუნებს, რომ მასთან, ვინც ეზიარა მარადისობას, უძლურია დრო. მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისთვის)
კატეგორია: წმინდანები | ნანახია: 2885 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: დიდმოწამე, წმინდა, ეკატერინე, ცხოვრება | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024