ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რო... სრულად ნახვა »
გვესაუბრება სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ფსიქოლოგიის პედაგოგი კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი 23.03.2012
,,მთელი მსოფლიოსთვის გადარჩენის დაფარული საიდუმლოება, ღვთისაგან, მამა გაბრიელის მეოხებით, ქართველი ერისგან მოხდება’’, - ამის შესახებ "პრესა.ჯი"-ს დედა პარასკევამ განუცხადა. არქიმანდრიტი ბერის კანდელის ზეთის მადლით, უამრავი ადამიანი დღესაც იკურნება. როდის მოხდება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და ამ პროცესის დროს განიკურნებიან თუ არა ადამიანები? "პრესა.ჯი" დედა პარასკევას ესაუბრა.
– რამდენად ხშირია ისევ მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნება?
ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა. კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.