† მრწამსი †
კვირა, 28.04.2024, 22:30

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსაოთხუპაშაკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 417

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » წმ მეფე დავით აღმაშენებელი
წმ მეფე დავით აღმაშენებელი
19:03

წმ მეფე დავით აღმაშენებელი ძლიერ პოლიტიკურ ფიგურასთან ერთად იყო დიდი ქრისტიანი და უდიდესი სულიერების მატარებელი მეფე და პიროვნება. წმ მეფე დავითს საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული, კარგად იცნობდა საღვთისმეტყველო სფეროს და როგორც იმდროინდელი მემატიანეები წერდნენ, ძალიან უყვარდა კითხვა. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს ესმოდა, რომ ქვეყნის წარმატების საწინდარი მძლავრი განათლების სისტემის არსებობა იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული დიდი საგანმანათლებლო და კულტურული კერის - გელათის აკადემიის დაარსება.
ამბობენ, რომ საუკეთესო განათლების მისაღებად მეფე მოსწავლეებს მსოფლიო საგანმანათლებლო ცენტრში - ათენში- ხშირად აგზავნიდა. წმ მეფე დავით მე-4-მ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების საქმეშიც. მის კალამს ეკუთვნის მნიშვნელოვანი პოეტური ნაწარმოები ,,გალობანი სინანულისანი," რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს ქართული ლირიკის შედევრთა რიგში. ნაწარმოები მთლიანად ადამიანის სინანულის მოტივზეა აგებული. მეფე, რომელიც ერმა სიცოცხლეშივე განადიდა და შეიყვარა, თავს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ ადარებს და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ამგვარ დამდაბლებაში სწორედ წმ მეფის მაღალი მორალური, ეთიკური და ზნესრული ადამიანის მრწამსი ვლინდება. წმ მეფის უდიდესი თავმდაბლობის მაგალითებს ჩვენ მისი ცხოვრების გაცნობისას მრავალგან ვხვდებით. წმ მეფე დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას უკავშირდება უდიდესი საეკლესიო რეფორმები: ყველასთვის ცნობილი 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. მისი ინიციატივით გაერთიანდა ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცესის თანამდებობები, რომლის შედეგადაც ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი გახდა როგორც მაღალი სამოქალაქო, ასევე საეკლესიო მმართველიც. წმ მეფე დავითი ასევე დიდი ქველმოქმედი და მოწყალე პიროვნება იყო. ის ეხმარებოდა უპოვართ და აძლევდა მათ განათლების მიღების საშუალებას. მან შექმნა და დააარსა მოწყალების სახლები და თავშესაფრები. ყველასთვის კარგადაა ცნობილი წმ მეფე, როგორც ქვეყნის აღმშენებელი, რის გამოც ეწოდა კიდეც მას აღმაშენებელი. წმ მეფის სახელთანაა დაკავშირებული 1106 წელს გელათის ტაძრის მშენებლობის დაწყება. მისივე განკარგულებით აგებულა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში. წმ მეფე დავითის მთელი მოღვაწეობა სამშობლობასა და სარწმუნოების უდიდესი სიყვარულის მაგალითია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც მეფე ბრძოლებიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა, მრავალი დამსახურებული ქება-დიდების მიუხედავად, რასაც მისთვის ქართველი ერი ყოველთვის იმეტებდა, წმ მეფე ყველა გამარჯვებაში უფლის ხელს ხედავდა. მას არაფრად მიაჩნდა საკუთარი გმირობა და ყოველთვის ამბობდა, რომ გამარჯვების მთავარი მიზეზი უფლის წყალობა და შემწეობა იყო. სამშობლოს გაერთიანებისათვის, ქართველ ერში ერთობის გაღვივებისა და სარწმუნოების განმტკიცებისათვის, ასევე იმ დიდი მაღალზნეობრივი და ჰუმანური თვისებებისა და მოღვაწეობისთვის, რომელიც წმ მეფე დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბლომდე იტვირთა და შეასრულა კიდეც, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა. ქართველ ერში წმ მეფე დავითი გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს. სწორედ ამის მაგალითია, რომ ჩვენს ქვეყანაში შვილებს წმ დავითის სახელს ხშირად არქმევენ. უნა აღინიშნოს, რომ დავითი სიმრავლით გიორგის შემდეგ მეორე სახელია. ჩვენს ერში ნათქვამია: კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, ერთი აქ დასარჩენი, მეორეც თან წასაყოლიო. ქართველის ეს ანდერძი ისე ალბათ არავის შეუსრულებია, როგორც წმ მეფე დავით აღმაშენებელს. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - დიდების გვირგვინით შემკობილი წმინდანის სახელი წაიყოლა.
კატეგორია: წმინდანები | ნანახია: 1752 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: დავით, წმინდა, აღმაშენებელი, მეფე | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024