† მრწამსი †
კვირა, 30.04.2017, 00:22

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსაოთხუპაშაკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 413

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="http://www.mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2011 » სექტემბერი » 21 » ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა
12:22

 
21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს.სადღესასწაულო წირვას უწმიდესი და უნეტარესი, ილია II დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში აღავლენს. დღესასწაულის შესახებ „ამბიონი" ამავე ტაძრის დიაკონს გიორგი ზაქარიაძეს ესაუბრა:

"ყოვლადწმიდა დედა ღვთისა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან იშვა ნაზარეთში, ქალაქში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა.
"ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?” – თქვა ნათანაილ მა (შემდგომში ქრისტეს მოციქული), როდესაც ფილიპესაგან შეიტყო, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო აქედან გამოვიდა.
წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის სამეფო ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დავით მეფის შთამომავლებმა ნელ-ნელა უფლებები დაკარგეს, მაკაბელთა გვარი რომ გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრდა. როდესაც წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს გადაეცა, რომაელთა ყოვლისდამარღვეველი ხელმწიფება დაიწყო, ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დათრგუნული აღმოჩნდა, მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელის მიერ დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას, რომელიც მათ უცხოტომელთა უღლისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე ბატონობას მიანიჭებდა.
ამ პერიოდში ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი – იოაკიმე და ანნა ცხოვრობდა. იოაკიმე იუდას სამეფო ტომის შთამომავალი გახლდათ, ხოლო ანნა – აარონის ტომის ღვთისმსახურის მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფიო და ანნა; სოფიოს ასული ელისაბედი (მარიამი და ელისაბედი ხორციელი დების შვილები იყვნენ) არის დედა იოანე წინასწარმეტყველისა.

იოაკიმე და ანნა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი იმდენად ჩამომავლობით კი არა, მორჩილებითა და გულმოწყალებით გახლდნენ ცნობილნი. ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ, ერთ მესამედს ღვთის ტაძარს სწირავდნენ, მეორეს ღატაკებსა და მოხუცებს უყოფდნენ; დანარჩენს პირადი საჭიროებისთვის იყენებდნენ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა. იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცხმყოფელად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა, მით უფრო სამწუხარო გახლდათ, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, მათგან აღთქმული მესიის შობით კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ. მათი ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა და ისინი უშვილობის გამო იყვედრებოდნენ. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო, უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანნა და პატივს სცემდა მას არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო, ამიტომ მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით უდრტვინველად ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელის სიმძიმეს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას, ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ რწმენას, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.
დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღეს, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისსახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: "უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა”. სხვებმაც დაუმატეს: "შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი”. იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი შეურაცხყოფის ასე სახალხოდ მოთმენა და სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. ამავე დროს, როდესაც ქმრის დამცირების ამბავი გაიგო, ანნა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი ის არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყვნელი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შესაძლებელად აქცევს! ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ამის გამო კიდევ უფრო მეტად აევსო თვალები ცრემლით და ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან: "უბედური მხოლოდ მე ვარ, – მოთქვამდა იგი, – ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე, უფალო და ისმინე ჩემი ლოცვა!” უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: "ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს”. ანგელოზმა დაავალა ანნას, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ანნამ წამოიძახა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმიდა სახელი განადიდოს”. ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა: "უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე”. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს.
ი.დამასკელის ნაშრომი "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა” აღწერს შემდეგს: "იოაკიმმა იქორწინა სათაყვანო და ღირსსაქებ ანაზე, მაგრამ ისევე, როგორც ძველად უნაყოფო ანამ ლოცვისა და აღთქმის გზით შვა სამუელი (წინასწარმეტყველი), ასევე ამანაც ღვთისადმი ლიტანიობისა და აღთქმის გზით მოიპოვა ღვთისმშობელი… ამრიგად შობს მადლი (ასე ითარგმნება "ანა”) დედოფალს (ამას აღნიშნავს სახელი "მარიამ”), რადგან ჭეშმარიტად დედოფალი გახდა იგი ყველა ქმნილებისა, წარმოჩნდა რა დედად ქმნილებისა”.
ღვთისმშობლის შობისა და წარმომავლობის შესახებ მახარებლები დუმან, რადგან ებრაელთა ჩვეულებაში არ იყო ქალთა გვარტომობის შესახებ უწყება. თუმცა არსებობდა სჯულდება, რომ ერთ ტომს არ ეთხოვა ქალი მეორე ტომისაგან. რადგან სწამებს საღვთო სახარება, რომ იოსები შთამომავალი იყო დავითისეული ტომისა, რომელიც წმიდა ქალწულზე უკანონოდ არ დაიწინდებოდა, თუ მარიამიც იგივე სამეფო გვარის შთამომავალი არ იქნებოდა, ამიტომაც როდესაც წერილმა აჩვენა იოსების წარმომავლობა, ეს იკმარა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ნაზარეთში დაიბადა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ანგელოზის მითითებით ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. მართლაც, მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის დედოფლად და იმედად იქცა.
მართლმადიდებელი ეკლესია უხსოვარი დროიდან დეკემბრის მეცხრე დღეს დღესასწაულობს მოხუცებული, შვილიერებას მოკლებული მშობლებისაგან ღვთისმშობლის მუცლადღებას და მისი სწავლებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი უფლის აღთქმის მიხედვით ჩაისახა (სახარების თანახმად,მას კურთხეული და მიმადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც მან ქვეყნიერების მხსნელი დაიტია) და დაიბადა ცოლ-ქმრისაგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისაგან უქორწინებელად – სულიწმიდის მიდგომით.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული,უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული 8 სექტემბერს (ძვ. სტილით)აღინიშნება. ღვთისმშობლისაგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის, ევას მწუხარება სიხარულად გადაიქცა”. თეა სულაბერიძე წყარო: www.ambioni.ge
კატეგორია: სასწაულები | ნანახია: 780 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: ღვთისმშობლობა, შობა, ყოვლადწმიდა, ღვთისმშობლის | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2017