† მრწამსი †
ორშაბათი, 29.04.2024, 00:44

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსაოთხუპაშაკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 417

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » ფერისცვალება
ფერისცვალება
18:29

ფერისცვალების მონასტერი თაბორის მთა

თაბორის მთა ფერიცვალობის დღესასწაული ამ ადგილზე მოხდა მაცხოვრის ფერისცვალება, წირვას ატარებს იერუსალიმის პატრიარქი 2010 წ.
 
ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა
კონდაკი:
მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.
 
თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი

ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მისი ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნლოვანესი მოვლენაა, ამიტომ წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულად შერაცხა. მას 6/19 აგვისტოს ვზეიმობთ.
...ახლოვდებოდა იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე. იგი უნდა ვნებულიყო ადამიანთა ცოდვებისათვის. უფალმა იცოდა, ბევრი ვერ გაუძლებდა ამას, ბევრი დაკარგავდა სასოებას და იმედს საუკუნო ცხოვრებისას, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ისინი რწმენით განემტკიცებინა.
უფალმა თავის მოწაფეთაგან ამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. მაცხოვარს სურდა, მოციქულთათვის ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ნათელი, ეჩვენებინა იმ ზომით, რა ზომითაც მათ შეეძლოთ ამის დატევა, რათა შემდგომ განსაცდელისა (როდესაც მაცხოვარს ჯვარცმულს იხილავდნენ), არ დაბრკოლებულიყვნენ, არ შეშინებოდათ, თანაც დარწმუნებულიყვნენ იმ სიბრძნეში, რომ ვინც სულიერად არ ამაღლდება, ის ვერც ღვთაებრივი დიდების ხილვის ღირსი გახდება.
სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. როცა ძილისგან გამოფხიზლდნენ, ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: სახე მისი გაბრწყინდა, როგორც მზე, სამოსი მისი განსპეტაკდა, ვითარცა თოვლი, რომელიც თვალისმომჭრელ ნათელს გამოსცემდა: „და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი" (მათე 17,2). ამ დროს უფლის წინაშე წარმოდნენ ზეციური დიდებითა და საღვთო ნათლით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველნი, რომლებიც მაცხოვართან საუბრობდნენ იმ ვნებებისა და ტანჯვის შესახებ, რაც მას მოელოდა იერუსალიმში.
ამის მნახველი მოწაფეები ისეთმა ენით აუწერელმა ნეტარებამ მოიცვა, რომ პეტრემ ანგარიშმიუცემლად წამოიძახა: „მოძღვარ, კეთილ არს ჩუენდა არა ყოფაი, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ (კარავი), ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა..." (ლუკა 9,33). შემდგომ ღრუბელი ნათლისა დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ღვთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე 17,5) (ნათლისღების შემდეგ ფერისცვალების დღეც არის ყოვლადწმიდა სამების განცხადების ჟამი: მამა ღმერთის ხმა, გაბრწყინებული ძე და ღრუბელი ნათლისა - სული წმიდა). მოწაფეები შიშით პირქვე დაემხნენ. მათთან მივიდა იესო, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ!" (მათე 17,7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
მთიდან ჩამოსვლისას იესო ქრისტემ გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, სანამ მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე გაბრწყინებული მაცხოვრის ხილვის ღირსი გახდა ქრისტეს სამი მოწაფე, რომელთაც უნდა განემტკიცებინათ სხვა მოციქულები უფლისადმი მათი სასოების გამოცდის ჟამს და რწმენა იმისა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად ძე ღმერთია. მაგრამ მაინცდამაინც ეს სამი მოწაფე რატომ აირჩია? უფალმა გაიყოლა სამი გამორჩეული მოციქული, ვინც ადრევე გახადა ღირსი გამხდარიყო მოწმე იაიროსის ასულის აღდგინების უდიდესი სასწაულისა; ესენი შემდგომშიც გახდებიან მოწმენი უფლის უდიდესი მწუხარებისა გეთსიმანიის ბაღში; იახლა სწორედ იმიტომ, რომ „ისინი გარდაემატებოდნენ დანარჩენებს: პეტრე - იესოს ძლიერი სიყვარულით, იოანე - მისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, ხოლო იაკობი - იმ პასუხის გამო, რომლთაც თავის ძმასთან ერთად მიმართა იესოს: შეგვიძლია შევსვათ სასმისი" (წმინდა იოანე ოქროპირი). წმინდა იოანე დამასკელის თქმით, „იესომ წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტეს ღვთაებრიობაზე მისი მოწმობა (ფერისცვალებამდე ექვსი დღით ადრე) მტკიცდებოდა მამის მოწმობითაც და რათა დაერწმუნებინა იგი თავის ნათქვამში, რომ თვით ზეციურმა მამამ გაუხსნა ეს მოწმობა; მან წაიყვანა იაკობი, რადგან სხვა მოციქულებზე უწინ ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო ქრისტესთვის; და ბოლოს, წაიყვანა იოანე, ღვთისმეტყველების წმინდა ორღანი, რათა მას ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისთვის და დაექუხა: „პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი". თუკი უფალი მარტო იუდას დატოვებდა ქვევით, დანარჩენებს კი წაიყვანდა, მაშინ ზოგიერთებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამან შეურაცხყო იუდა და ამიტომაც გასცა თავისი უფალიო, მაგრამ უფალმა ქვევით დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები გაეხადა ნეტარნი გაგონილის რწმენით, როგორც თავადვე ამბობს: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავს და ვრწმენე" (იოანე 20,29).
როცა პეტრემ უთხრა უფალს, რომ კარგი იყო მათი იქ ყოფნა, ამით სურდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო ფერისცვალება, ანუ ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც იმჟამად დაეუფლა მათ. ეს სიხარული მომავალი საუკუნის, ცათა სასუფევლის ნეტარება იყო, რამეთუ მხოლოდ ღვთაებრივი ნათლის სხივებში იძენს ადამიანის გული სიხარულსა და მშვიდობას. თაბორზე, ფერისცვალების დიდებაში, უკვე გამობრწყინდა გოლგოთაზე უფლის ჯვრის დიდება. ქრისტესთვის თაბორი უძღოდა წინ გოლგოთას, ქრისტიანისთვის კი გოლგოთაა თაბორის წინამორბედი.
თავისი ფერისცვალებით უფალმა გვიჩვენა, თუ როგორ იქნებიან ადამიანები მომავალ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში, თუ როგორ გარდაისახება ჩვენი მიწიერი ყოფა სამომავლოდ.
ფერისცვალების სადღესასწაულო ღმრთისმსახურებაზე ეკლესია ფსალმუნებითა და განსაკუთრებული ლოცვა-საგალობლებით ადიდებს უფლის ყოვლისშემძლეობას, მის სახიერებას და კაცთმოყვარებას, რაც ადამიანთა მოდგმის ხსნაში გაცხადდა.
ფერისცვალების დღისთვის მწოფობაში შედის მრავალი სახეობა ხილისა. მორწმუნეებს, ეკლესიური ჩვეულების მიხედვით, ტაძარში მიაქვთ ახალი ნაყოფი, რომელიც ეკლესიაში იკურთხება. ეს ჩვეულება ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის (გამ. 23,19; ლევ. 23,10). ამგვარი წესი მიანიშნებს იმას, რომ დედამიწაზე, ადამიანით დაწყებული და მცენარეებით დამთავრებული, ყოველივე უფალს ეკუთვნის, ამიტომაც საჭიროა ყოველგვარ საკვებზე კურთხევის მიღება, რადგან, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „უფლისაი არს ქვეყანაი, და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა" (ფს. 2,31).
პალესტინის მთებს შორის თაბორის მთაზე ლამაზე არა არის რა. მარტო დგას იგი ეზრდილონის ველზე, ნაზარეთიდან შვიდიოდ კილომეტრის მოშორებით, უდაბნოში, ათასგვარი ხეებითა და კეთილსურნელოვანი ყვავილებით დაფარული, როგორც საკვირველი დასაგები ფეხქვეშ, დიდებით ფერიშეცვლილი უფლისათვის - სწორედ ამ ადგილას იცვალა სახე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.
ფერისცვალების დღესასწაულის უდიდესი მნიშნველობა და შინაარსი უაღრესი ლაკონურობით არის ასახული ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ტროპარსა და კონდაკში.
 
თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი

უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგრა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს.
 
ფერისცვალობის დღესასწაულზე, გვაქვს მოსმენილი რომ ღრუბლი ადგება ეკლესიას თავზე და ქვემოთ იწევს შესაბამისად  მოლოდინი იყო რომ ცაში გამოჩდებოდა ღრუბელი, სულ ცაზე ვიყურებოდით მთელი ღამე არა და ცა იყო მოწმენდილი ვარსკვალებიც კი ჩანდა. წირვა დასასრულს იყო მიახლოებული რომ ქვემოდან დაიწყო კვამლის სახით წამოსვლა არც სუნი ქონდა და არაფერი ხალხი გაოცებული იყო და ცდილობდა ხელით შეხებოდა ღრუბელს სამწუხაროდ სიბნელის გამო არ ჩანს მაგრამ ხალხის ემოციებით ალბათ მიხვდებით.
კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 2820 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: სასწაული, თაბორის, ღრუბელი, ფერისცვალება, მაცვოვრის, მთა, ტროპარი | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024