† მრწამსი †
შაბათი, 04.05.2024, 12:30

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსაოთხუპაშაკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 417

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2012 » მაისი » 5 » გიორგობა
გიორგობა
22:47




ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

 


 


ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

 

 
6 მაისს საქართველოს მართამდიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესაწაულთან დაკავშირებული წირვა–ლოცვა ამ დღეს ყველა მოქმედ მართამდიდებელ ტაძარში აღევლინება. საეკლესიო კალენდრის მიხედვით გიორგობა საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება _23 ნომებერს–როდესაც წმინდანის ბობრალზე წამების დღეს ვიხსენებთ და 6 მაისს, როდესაც მისი თავის კვეთის დღეს ვდღესასწაულობთ. წმინდა დიდმოწამე გიორგი მესამე საუკენეში კაბადოკიაში, მდიდარ წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. მან ბავშვობიდან შეიმეცნა ქრისტეს რჯული და გაეცნო საღვთო რჯულის წიგნებს. წმინდანი ადრეულ ასაკში გამწესდა სამხედრო სამსახურში,მალე დიდი წარმატებას მიაღწია და იმპერატორ დიოკლიტიანეს ყრუადღება მიიპყრო.ცოტა ხანში მხედარი სამეფო კარზე დააწინაურეს კიდეც. თავისი მმართველობის პირველ ხანებში დიოლკლიტიანე ქრისტიანობას არ ეწინააღმდეგებოდა და ამ რჯულის მიმდევრებს ეკლესიებსაც კი აშენებინდებდა,მაგრმ მალე მან ქრისტიანების დევნა დაიწყო. იმპერატორის ამ გადაწყვეტილების შემდეგ წმიდა დიდმოწამე გიორგიმ უარყო ყოველგვარი პატივი და დიდება,წინა აღუდგა დიოკლიტიანეს ქმედებას,რასაც რომის მმართველის მიერ მისი დატყვევება მოჰყვა. უფლის ნებით, წმინდანმა ხანგრძლივ წამებას გაუძლო, იგი გაამათრახეს,ხმლითაც დაჭრეს,ბორბალზეც გააკრეს,მას კი ჭრილობები უშუშდებოდა. ქრისტეს სარწმუნოებისთვის თავდადებულს უფალმა სასაწაულების ჩადენის ძალა მიჰმადლა. უმარავი განკუნა და მკვდარიც კი გააცოცხლა. წმინდანის საქციელმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე,მათ შორის იყო დედოფალი ალექსანდრიაც. წმინდა გიორგიმ თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე კიდევ ერთ სასწაული მოახდაინა. წარმართების სამლოცველოში შესულმა დიდმოწამემ კერპს უბრძანა ,ეთქვა,ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი და მანაც უმალვე აღიარა,რომ ამქვეყნად ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე იყო. როდესაც წარმართებმა ვერაფერი გააწყვეს წმინდანის წინაშე, შეიპყრეს იგი და დიოკლიტიანეს მისი მოკლა მოსთხოვეს. იმპერატორმა დიდმოწამისა და დედოფალი ალექსანდრიას სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, დედოფალმა ალექსანდრიამ კი ილოცა და მშივიდად განუტევა სული

 


ყოველი ერი გასაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.
წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.
საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას" ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი", - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.
საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმიდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი - ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.
10(23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
„მეფე უგუნური (დიოკლეტიანე) ესწრაფოდა სიკვდილსა შენსა", - ვკითხულობთ წმიდა გიორგის დაუჯდომელ ლოცვაში, - „ჭირთა დამთმენელო გიორგი, და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი, ამისთჳსცა ბრძანა ურმის თვალსა ზედა წამებაჲ და საშინელთა სატანჯველთა მიცემაჲ შენი, ხოლო შენ, უფლისა მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ჴმობდი ღმერთსა, ალილუია".
წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.
ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმიდა გიორგის, ამიტომაც წმიდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო".

„წმიდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა. აი, ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება - წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლეტიანე, სიმბოლო სიკეთისა და ბოროტებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო და იქნება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს, ერს, ქვეყანას ამ ბრძოლის დროს შეეწევა, ღვთის ძალა და მადლია. თქვენ გახსოვთ, წმიდა გიორგი სისხლით რომ იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ". დღეს ჩვენც გვესმის, სრულიად საქართველოს ესმის ეს ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!" ჩვენთან არს ღმერთი და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს, რადგან ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა - განგებითა ღვთისათა პატრონი საქართველოსი, დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი მფარველნი არიან წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და მრავალი ის წმიდანი, მოწამე, ღირსი მამა, მღვდელმთავარი, რომელიც ადიდებდა ღმერთს და თავისი ცხოვრებით მოიხვეჭა მადლი უფლისა. და აი, ამ წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა, მღვდელმთავართა და ყოველთა წმიდათა ლოცვით, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს." უწმიდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
გიორგობა, 2002 წ.
 

 

 
კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 1546 | დაამატა: mrwamsi | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024