† მრწამსი †
ორშაბათი, 21.08.2017, 18:38

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსაოთხუპაშაკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 413

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="http://www.mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2012 » მარტი » 24 » დედა პარასკევა: მოუფრთხილდნენ ქართველ ერს
დედა პარასკევა: მოუფრთხილდნენ ქართველ ერს
17:58

 
 
,,მთელი მსოფლიოსთვის გადარჩენის დაფარული საიდუმლოება, ღვთისაგან, მამა გაბრიელის მეოხებით, ქართველი ერისგან მოხდება’’, - ამის შესახებ "პრესა.ჯი"-ს დედა პარასკევამ განუცხადა. არქიმანდრიტი ბერის კანდელის ზეთის მადლით, უამრავი ადამიანი დღესაც იკურნება. როდის მოხდება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და ამ პროცესის დროს განიკურნებიან თუ არა ადამიანები? "პრესა.ჯი" დედა პარასკევას ესაუბრა.

– რამდენად ხშირია ისევ მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნება?
 
 
– ყოველდღე, უამრავი შემთხვევა ფიქსირდება მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნებისა. ბევრს სურვილებიც უსრულდებათ, რომელიც ადამიანს არ შეეძლო შეესრულებინა. მათ ღმერთის მადლით და მამა გაბრიელის მეოხებით უსრულდებათ ეს სურვილები და რწმუნდებიან, რომ ღმერთს ყოველივე შეუძლია.

– რაც შეეხება მამა გაბრიელის საფლავის გახსნას, რატომ უნდა გაიხნას და როდის?
– მამა გაბრიელის საფლავის გახსნა ასე უცებ ალბათ არ მოხდება. ზოგჯერ ღმერთი აჩერებს ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ მადლს, რათა ადამიანები სარწმუნოებაში, რომ განელდებიან უცბად მოაბრუნოს რწმენისკენ და დაარწმუნოს ღვთის დიდ წყალობაში. მამა გაბრიელის საფლავიც, მაშინ გაიხსნება, როცა ეს ქართველებს დასჭირდებათ. საქართველოს აქვს განსაკუთრებული საღმრთო მადლი. ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის. იოანე ზოსიმეს საიდუმლოება მამა გაბრიელის საფლავის გახსნით გამოვლინდება.

ეს დიდი სასწაულმოქმედება იქნება ქართველი ერისათვის. ადამიანები დაინახავენ, რომ გაიხსნება ის საიდუმლოება, რომელიც დაფარული არის ქართველ ერში. არ შეიძლება საქართველოს შევიწროება, ქართველი ერის ასეთი უგულვებელყოფა, რომ აჭირვონ სხვა ქვეყნებმა. საქართველოს უამრავი მაჭირვებელი ჰყავს, მიუხედავად ამისა ქვეყანა ფეხზე დგას. უამრავი ქვეყანა, რომლებიც უფრო დიდნი არიან, ვიდრე საქართველო საშინელი გასაჭირის ქვეშ არიან. ესეთი განსაცდელებისგან კი საქართველოს ღმერთი იფარავს. მოუფრთხილდნენ ქართველ ერს. მთელი მსოფლიო თუ არ მოუფრთხილდა, საქართველოს ფარული საიდუმლოება, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა განეცხადოს, ამ ერით არ მოხდება. ამიტომაც საქართველოს განსაკუთრებული მისია აკისრია მთელი მსოფლიოს გადარჩენისათვის.

ამას მამა გაბრიელი ამბობდა ხოლმე. აი ეს დაფარული მადლი ზუსტად მაშინ განცხადდება, როცა ეს საჭირო იქნება საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ ყველა გადარჩეს ვისაც გადარჩენა უნდა. განსაკუთრებული საიდუმლოება გითხარი. ისეთი, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა გააცნო. გავხსენი იოანე ზოსიმეს საიდუმლოება, არავითარი წელი, ძალიან მალე განცხადდება საიდუმლოება.

– ამბობენ, რომ მამა გაბრიელის საფლავის გახსნა რომ მოხდება მონასტერის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ყოველგვარი ავადმყოფობისგან განიკურნებიან...

– არა მარტო მონასტრის გარშემომყოფნი, არამედ საფლავის გახსნის დროს უამრავი კილომეტრების მანძილზე უამრავი სასწაული მოხდება. ასე ხდება წმინდა მამების საფლავების გახსნის დროს. შეიძლება უნდოდეს ადამიანს აქ მოსვლა, თუმცა ვერ მოვიდეს, მაგრამ რწმენით იქაც კი განიკურნება, სადაც იქნება. კიდევ ვიმეორებ, მამა გაბრიელს არ დაუბარებია როდის გაიხსნებოდა საფლავი, მან თქვა, რომ გაიხსნება მისი საფლავი. ეს მოხდება მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად აუცილებელი იქნება. ღვთის განგებულების ქვეშ არის ეს.

– მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც წყალდიდობებისა და მიწისძვრების შედეგად ადამიანები იღუპებიან. საქართველოში ბევრი გაჭირვების მიუხედავად იმ ფონზე სიმშვიდეა...

– საქართველოსთვის მამა გაბრიელს ვევედრებით, მამა გაბრიელი კი ევედრება უფალს, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა სადიდებლად ღვთისა. მთელმა მსოფლიომ დაინახოს განსაკუთრებული მადლი აქვს საქართველოს, აქედან გამომდინარე მსოფლიოში რაც არ უნდა მიწისძვრები, კატაკლიზმები მოხდეს, აქ არაფერი მოხდება. საქართველო მართლაც ღვთის წილხვედრია. „ვეფხვისტყაოსანში" წერია „საქართველო არის ვით მარგალიტი ობოლი ხელი ხელს საგოგმანები". საქართველოს მიერ უნდა განცხადდეს გადარჩენის საიდუმლოება, დაწერია დღემდე მეორედ მოსვლისა და ეს საიდუმლოება, სადაც არის გაიხსნება. ეს არის იოანე ზოსიმეს დაწერილი, რომ ამათი ენითა იდიდოს ღმერთი, ზუსტად ეს არის საიდუმლოება, რომელიც განცხადდება. ეს მგონი ძალიან მალე მოხდება, მაგრამ საჭიროა ქართველი ერი იყოს რწმენაში.

რაც შეეხება მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვას . . .

– პროცესი სჭირდება ამას, რომ მართმადიდებელი ქართველი ერი სარწმუნოებაში იყოს და მთელმა მსოფლიომ შეიცნოს რა შეუძლია ღმერთს ადამიანების მეოხებით. მამა გაბრიელის მეოხებით, გადარჩეს ყველა ვისაც გადარჩენა სურს. ყველაფერი მოგვარდება და დალაგდება. დამიჯერეთ ეს ძალიან მალე მოხდება.

საქართველოში ადამიანები ძალიან გამტკიცებულები არიან რწმენაში, თუმცა მეტ რწმენას მოითხოვს ღმერთი, რადგან რწმენის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება. მრევლი გამრავლდა, თუმცა მეტი რწმენა სჭირდება.


წყარო: http://presa.ge/new/?m=society&AID=2818 

 

 

 


კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 1034 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: მამა, გაბრიელი, განკურნება, ზეთი, პარასკევა, საფლავის, ბერი, დედა | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2017