† მრწამსი †
შაბათი, 18.11.2017, 00:06

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსაოთხუპაშაკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 413

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="http://www.mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2013 » მარტი » 31 » ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან
ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან
21:18

პატრიარქი: ძალიან მაკვირვებს, როცა ჩვენი პარლამენტარები ამბობენ, ეს ეკუთვნის უმცირესობას, ის კი უმრავლესობასო


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ სამშობლოს სიყვარულზე იქადაგა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, მამულთან, კულტურასთან და სარწმუნოებასთან კავშირი არ უნდა დავკარგოთ.

მისი თქმით, სამშობლო არამარტო ცა და ქვეყანაა, არამედ ყოველი ჩვენგანი მისი ნაწილი ვართ და ჩვენი ყოველი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს მას.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია, როდესაც თანამემამულეები ხშირად თავის თანამდებობაზე, შემოსავალზე, ბედნიერებაზე ფიქრობენ და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე.

„ძალიან მაკვირვებს, როცა ჩვენი პარლამენტარები ამბობენ - ეს ეკუთვნის უმცირესობას, ის კი უმრავლესობასო. გვავიწყდება, რომ ჩვენს უკან დგას სამშობლო, ის სანუკვარი, საოცარი რამ, რომელიც თუ დაიკარგა ყველაფერი გაქრება. აღარც ჩვენ ვიარსებებთ და გავითქვიფებით რომელიმე ერში. ამიტომ, სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს. იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომელ პარტიას ვეკუთვნით. ჩვენ ყველას ერთი პარტია გვაქვს და ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ მთელ მსოფლიოში არის წესი, რომ არსებობენ პარტიები, მაგრამ ნებისმიერი პარტია და ადამიანი თავის ხალხს, გაჭირვებულ ხალხს და სამშობლოს უნდა ემსახურებოდეს.

ამასთან, უწმინდესმა საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკოსს თუ პოლიტიკურ პარტიას, უმრავლეობასა და უმცირესობას სამშობლოს მსახურებისკენ მოუწოდა.

წყარო: www. 

ghn.ge

კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 611 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: სამშობლო, პატრიარქი, ქადაგება | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2017