ახალი წელი - 30 დეკემბერში 2010 - Дневник - Персональный сайт
† მრწამსი †
ორშაბათი, 20.02.2017, 11:32

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსაოთხუპაშაკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 412

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="http://www.mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » ახალი წელი
ახალი წელი
10:04

 
ღვთისნიერი ადამიანისთვის ყოველი ახალი წელი ბედნიერი მოვა
 
 
"კიდევ ერთი წელიწადი მიეცა უსასრულობას. დრო და უსასრულობა თითქოს დაობენ ერთმანეთთან. თითოეული ითხოვს თავისას. ღმერთი კი აერთიანებს მათ, რადგან ორივე მის მიერაა შექმნილი და ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს. ყოველი წუთი გვაახლოვებს იმ მიჯნას, როდესაც ჩვენ წუთისოფლიდან მარადიულობაში გადავინაცვლებთ და ვიდრე მივაღწევთ დროისა და უსასრულობის ამ ზღვარს, უნდა მოვასწროთ განწმენდა, სულიწმიდის მადლით შემოსვა, ჩვენი ადგილის პოვნა, იმ საქმის კეთილად აღსრულება, რომელიც ღმერთმა დაგვაკისრა" – ეს პატრიარქის სიტყვებია.
 
 
 

წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად ემზადება, თუმცა, მანამდე ირგვლივ საახალწლო სამზადისია. საერო კალენდრით, ახალი წლის შემობრძანებას ვზეიმობთ. დღევანდელი ჩვენი ინტერვიუც სწორედ ახალი წლის თემას შეეხება. როგორ უნდა გაატაროს მორწმუნე ადამიანმა კალენდარული დღესასწაული. ამ და სხვა საკითხებზე წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრა.

– მამა გიორგი, ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი წელიწადი წარსულის უსასრულობაში გაუჩინარდა. პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რაზე უნდა აფიქრებდეს ადამიანს მიწიერი დროის წარმავალობა?

– დრო, მიედინება როგორც ნაკადი. როდესაც ადამიანი დროის ცვალებადობის მომსწრე ხდება, შეუძლებელია, არ დაფიქრდეს ამყვეყნიური ცხოვრების წარმავალობაზე, არ განჭვრიტოს რეალობა და არ აღმოაჩინოს ის უნივერსალური კანონები, რომლებიც ამ ყოველივეს მიღმა დგას. ყოველი წლის ბოლოს, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ განვლილი ცხოვრების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გამოცდილება და ეს არა მიწიერი, არამედ ზეციური ლოგიკით უნდა იქნას გააზრებული. განსაკუთრებულად იმაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ რისთვის მოვედით ამქვეყნად, რა არის ჩვენი ცხოვრების მისია, ჯვარი, საზრისი.. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სულიერ–სიღრმისეული კანონების ჭვრეტას. ყოველი ჩვენგანი უნდა დააკვირდეს საკუთარ თავს, თუ რამდენად შეიცვალა ჩვენი გონება, მართლმადიდებლური ეკლესიის კანონებისა და მსოფლმხედველობის შესაბამისად. შეიცვალა თუ არა ჩვენი დამოკიდებულება რეალობის, მოყვასისა და საკუთარი თავისადმი. ვცხოვრობთ თუ არა ქრისტიანულ–მართლმადიდებლური ცხოვრებით, დავინახოთ რა ცვლილება და სხვაობაა ჩვენს წარსულსა და ახლანდელ სულიერ მდგომარეობას შორის. ვცხოვრობთ რა დროისა და ცვლილებების მიჯნაზე, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის დროებითი და მარადიული, მიწიერი და ზეციური, სულის და მადლისმიერი და ხორცისა და ცოდვისმიერი. ვეცადოთ, სიფრთხილითა და მოთმინებით გავარჩიოთ ესენი ერთმანეთისგან. ქრისტე ჩვენში ახალ ადამიანს შობს. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, უფლის მადლით, შეიცვალა თუ არა ჩვენში ძველი ადამიანი ახლით. ამ ერთი წლის მანძილზე, თუკი არ იქნება დადებითი ცვლილებები და მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით ცვლილებებს აღმოვაჩენთ, ამის გამოც, რა თქმა უნდა, სასოწარკვეთას, ურწმუნოებასა და უსიყვარულობას არ უნდა მივეცეთ.


– საერო ახალი წელი შობის დღესასწაულს უსწრებს წინ, ამიტომ ის, საზეიმოდ, ჯერ კიდევ მარხვის დღეებში აღინიშნება. მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინების წინ კი ეკლესია მორწმუნეებს სულიერ თვითჩაღმავებას ურჩევს. თქვენი აზრით, ეკლესიური ადამიანი როგორ უნდა შეხვდეს მარხვაში, ახალ წელს?

– ახალი წელი არ არის საეკლესიო დღესასწაული, ამიტომ ნუ გადავაქცევთ მას ჩვენი სულიერი დაბრკოლების მახედ. ვეცადოთ, მისი აღნიშვნა არ მოხდეს სარწმუნოებრივი პრინციპების დარღვევის ხარჯზე და საეკლესიო, მადლმოსილი საიდუმლოებების უგულებელსყოფის ფონზე არ იქნას წინწამოწეული. იერარქიულად, ჯერ უფლის საიდუმლოებები, ზეციური კანონებია და შემდეგ მიწიერი, საერო მოვლენები და ფასეულობები. ამიტომ საერო, კალენდარულ დღესასწაულს ნუ ავიყვანთ საეკლესიო დღესასწაულის რანგში. რასაკვირველია, შეიძლება, ერთმანეთს კალენდარული ცვლილება ასტრონომიული ახალი წლისა მივულოცოთ, მაგრამ ამას რიტუალური სახე არ უნდა მიეცეს. თუ გსურს რომ უხილავი წყალობა მიიღო, ნუ ეჩვენები ხალხს მმარხველად, დაიბანე პირი, იცხე ზეთი, გაიღიმეო, გვასწავლის უფალი. მოგილოცავენ? შენც მიულოცე. მაგრამ საერო კალენდარულ დღესასწაულს იმაზე მეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ, რასაც იგი იმსახურებს. მატერიალურ რეალობაში დროის ცვლილება ჩვენი სულიერი დეგრადაციის საწყისი არ უნდა გახდეს.

– მამაო, საახალწლოდ, ხალხში დამკვიდრებულ მეკვლეობის ტრადიციას როგორ უყურებს ეკლესია?

– ცრუ და მცირედმორწმუნე საზოგადოებაში, ახალი წელი, ფეტიშური, ტოტემური და მაგიური წარმოდგენებით, საკრალიზებულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ მათი ცნობიერება პირველყოფილ ცნობიერებას მიაუხლოვდა. როდესაც მნიშვნელობას ანიჭებ, ახალ წელს ოჯახში პირველი ვინ შემოვა, დილას რომელი ფეხზე ადგები, პირველად რას შეჭამ, მწარეს თუ ტკბილს და აშ. ეს ყველაფერი ხომ ცრურწმენაა. ზოგიერთი ადამიანი თვლის, ახალ წელს რომ მარილი დაეფანტოს, შეიძლება, მთელი წელი ძალიან ცუდად იყოს, ან როგორი განწყობითაც შეხვდება ახალს წელს, იმ წლის განმავლობაში ისეთივე ცხოვრება დაებედება. ბედი მითოლოგიის, ფატალიზმის გადმონაშთია. ქრისტიანობაში არსებობს უფლის ნება, ბოროტის ნება, რომელიც ებრძვის ადამიანს და ადამიანის ნება, საითკენაც მიიდრიკება, იმ განვითარებას ჰპოვებს.

– წინასაახალწლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება და ყოველთვის ფართოდ შუქდება ასტროლოგიური პროგნოზირება, სადაც აღწერილია, თუ როგორი იქნება დამდეგი ახალი წელი, რომელიც აუცილებლად რომელიმე ცხოველის სახელს ატარებს. რა ფერის სამოსითა და როგორი განწყობით უნდა შევხვდენ ადამიანები ახალ წელს, რითი უნდა დაამშვენონ სუფრა, რომ იმ ცხოველის განრისხება არ გამოიწვიონ, ვისი წელიწადიც დგება. საზოგადოებას ეს ინფორმაცია აინტერესებს.

– ახალ წელს ასტრონომიული კი არა, უკვე ასტროლოგიურ–მაგიური ფორმა მიეცა სხვადასხვა ცხოველების თაყვანისცემის სახით. კერპთაყვანისცემის ყველა წინაპირობაა. ქართულ მართლმადიდებლურ რეალობაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ სივრცეში, ცნობიერების განსაკუთრებული გამრუდებები შეინიშნება. ადამიანებში, რომლებიც მართლმადიდებლური სარწმუნოების სიდიადეს ვერ აცნობიერებენ, გადაგვარებულმა, ცრუმორწმენეობამ გაიდგა ფესვები, რაც მათში ირაციონალურ კანონზომიერებებს ბადებს. ეს ყოვლადცრუ წარმოდგენები, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გამოყოლილ ურწმუნოებას ემატება და ადამიანს, საერთოდ, ბნელეთის მორევში აგდებს. ამით კეთდება უზარმაზარი ფული. ესაა ბიზნესი. ამხელა საღვთისმეტყველო ტრადიციების ქვეყანაში, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობაა, განსაკუთრებით ვისჯებით და არ გვეპატიება ასტროლოგიისადმი ასეთი რწმენა. უნდა შევეცადოთ, ჩვენი სულიერი გამოცდილების საზღვრებში, ვიდრე ვართ, იმაზე უკეთესები გავხდეთ და მაშინ გაგვითენდება ბედნიერი ახალი წელი. თუკი ადამიანი ღვთის მცნებებით იცხოვრებს, მისთვის ყოველი ახალი წელი ბედნიერი მოვა. ამას არავითარი ასტროლოგიური პროგნოზი არ სჭირდება.


– მამაო, საახალწლო სუფრაზე რას იტყვით? ამისთვის, ოჯახებში, ტრადიციულად, განსაკუთრებული სამზადისია..

– მე ვიტყოდი, ეს არის დაუნდობელი მუცლის კულტი, რომელიც განსაკუთრებით, ახალი წლის ჟამს იჩენს თავს. როდესაც არა საჭმელი, არამედ ადამიანი არსებობს საჭმლისთვის, ფაქტობრივად, მუცლის კულტისადმი უკიდურესი თაყვანისცემა და მსხვერპლშეწირვა აღესრულება, ადამიანის მიძღვნა ხდება. ამ დროს ადამიანთა ფიზოლოგიური ჯანმრთელობა და ზოგჯერ ჯანმრთელი მსოფლმხედველობაც კი ეწირება ამ კულტს. აუცილებელია, ცნობიერების ეს ატროფირებული ფორმა შეიცვალოს ქრისტიანული ფორმით. ამისთვის არსებობს ზუსტად მარხვა და შემთხვევით არ არის, რომ საერო ახალ წელს მარხვის დღეები ემთხვევა.

– მამა გიორგი, ახლა ქრისტეშობის, როგორც კაცობრიობის უდიდესი დღესასწაულის, სულიერ ღირებულებებზე გვესაუბრეთ. ამ წმიდა, საუფლო დღესთან შესახვედრად ეკლესია 40–დღიანი მარხვით ემზადება და მაინც, როგორი განწყობით უნდა შევეგებოთ მაცხოვრის ამქვეყნად დაბადებას?

– ჯერ კიდევ მაშინ უნდა ვიზრუნოთ, როგორ შევხვდეთ შობას, როდესაც მარხვას ვიწყებთ. შობის დღესასწაულს ისე უნდა შევხვდეთ, რომ ჩვენც, მთლიანად ვიშვათ ქრისტეში და სრული სულიერი თანაგანცდა გვქონდეს მაცხოვრის დაბადებისა. წმიდა ზიარების მადლით თანავეზიაროთ ქრისტეშობის უდიდეს სიხარულს, რათა ჩვენში არსებული ძველი კაცი ქრისტესმიერი ახალი კაცით შეიცვალოს. ერთი პირითა და ერთი გულით ვადიდოთ ღმერთი. დღესასწაულის მოახლობისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ წმიდა ზიარების მიღებას. მანამდე კი გენერალური აღსარებით, ადამიანმა სულიდან და სხეულიდან ყოველივე შხამი უნდა გაუშვას. ყოველივე გაორება და ეჭვი განაგდოს და ჭეშმარიტ ღმერთს სცეს თაყვანი. თუ ადამიანი მარხვას არ დაიცავს და თავის სულიერ პოზიციასა და მთლიანობას მისთვის ცრუდ საკრალიზებულ დღესასწაულებს გადააყოლებს, რასაც დღეს მაგიური ფორმა ეძლევა, მის სულში აუცილებლად გაიღება სარკმელი ბოროტ ძალთა ნაკადის შემოდინებისათვის. საახალწლო ზანზალაკების ჟღარუნით, როკვით, გარკვეული ხმაურით, ასე ვთქვათ, ჩვენში იმ ძალების ბატალიონებსა და ლეგიონებს ვიწვევთ, რომლებიც ადამიანში სულიერ ქაოსს, ომსა და გაორებას თესავენ. თუ ჩვენ სახაალწლო შამანიზმს არ ავყვებით, სულიერ სიმშვიდესა და საზრდოს მივიღებთ და ამ ფონზე უფრო გავმთლიანდებით. საეკლესიო წესებიდან განდგომის შედეგად ადამიანს ეუფლება დეპრესია, ნევროზი, აგრესია, რის ერთადერთი გამნმკურნებელი ისევ ეკლესიაა.


– შობა–ახალი წლის დამდეგს რას უსურვებთ ჩვენი ჟურნალის მკითხველს?

– მკითხველს პირველ რიგში, სულიერ განწმენდას, გამთლიანებას, წარმატებას, სიყვარულში გაძლიერებას, ხშირ ზიარებას ვუსურვებ. ასევე, ახალი წლის დღეების ზომიერად და ბედნიერად გადატანას ვუსურვებ, ისე, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა არ იქნას შეწირული წარმართული, შამანურ–ტოტემური და მაგიური კულტებისადმი. ამ ახალ წელს მაინც გამოსულყვნენ არასწორი ცნობიერებისა და ცრუფასეულობების კულტთა გავლენებიდან. წარმავალ ცხოვრებაში სულისთვის ეზრუნოთ, ეკლესიური, სულიერი ფასეულობები აერჩიოთ.

ეფემია წიკლაური
წყარო: www.sana.ge

კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 722 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: ახალი, წელი | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2017