† მრწამსი †
ოთხშაბათი, 24.04.2024, 14:00

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსაოთხუპაშაკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 417

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2010 » ივლისი » 30 » “მოდით ჩემს საფლავზე, მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს და მე დაგეხმარებით”-სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)
“მოდით ჩემს საფლავზე, მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს და მე დაგეხმარებით”-სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)
16:18

როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ შეკრა.
 
„შეიყვარეთ სიყვარული"
„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!" - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

1992 წელს, როცა საქართველოში ძმა ძმას ტყვიას ესროდა, როცა ცოდვა იყო გამრავლებული და მადლი - არ გარდამეტებული, თბილისში ერთმა სქემარქიმანდრიტმა დიდი ღვაწლი აიღო: მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, ისედაც მცირედი საკვების მიმღები პურსა და წყალზე გადავიდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეეტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს, შესთხოვდა, სიმშვიდის სული გარდამოევლინა ქართველთა ზედა. იგი არ გახლდათ ხორციელი ნათესავი ქართლოსიანთა, რუსი იყო, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოყვასი ივერიისა.
- - -
მოგონებები მამა ვიტალიზე

სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა): „მამა ვიტალისთან პირველად მისულს მისთვის არანაირი შეკითხვა არ დამისვამს.
არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რას მეუბნებოდა იგი, უბრალოდ, მინდოდა, მასთან ახლოს ვყოფილიყავი, და მე მასთან ხშირად სიარული დავიწყე.
ერთხელ გავუმხილე ჩემი სანუკვარი ოცნება - ბერად შედგომის სურვილი და კურთხევა ვთხოვე, ოპტის უდაბნოში გავეშვი. მამა ვიტალიმ მიპასუხა: „დიახ, ოპტის უდაბნოში კარგი იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა, სხვაგვარადაც მოხდეს". მან მიამბო, როგორ მივიდა მასთან ერთი ახალგაზრდა და უთხრა, რომ მონასტერში წასვლა სურდა, მაგრამ ორი წელი გავიდა, სანამ იგი იქ მოხვდებოდა.
მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს მე მეხებოდა. ჩემი სურვილის განხორციელება მხოლოდ ორი წლის შემდეგ შევძელი. ამას ხელი შეუშალა აფხაზეთის ომმა. მე მას კურთხევა ვთხოვე, ჩემს მშობლიურ ქალაქში, სოხუმში წავსულიყავი. გამგზავრების წინ მამა ვიტალიმ მაჩუქა ხატები და 90-ე ფსალმუნი: „წაიკითხე!" - მითხრა მან. მთელი ომის განმავლობაში ვატარებდი გულით ამ სიწმიდეებს და ცოცხლად გადავრჩი.
როცა მამა ვიტალის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე, თბილისში ჩამოვედი. ტაძარში გამოვემშვიდობე მას და უკან ისე გავბრუნდი, რომ დაკრძალვას არ დავსწრებივარ. მთელი ომის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ იგი მიფრთხილდებოდა და მეხმარებოდა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ მისი: იმისთვის, რომ ბერი გავხდი, რომ ღმერთმა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად დამადგინა, ჩემი მღვდელმთავრობისათვის (მამა ვიტალიმ ახალგაზრდა ანდრიას უწინასწარმეტყველა მღვდელმთავრობა. აი, როგორ იხსენებს ამას სქემიღუმენია სერაფიმა: როდესაც ანდრია ჩვენგან გავიდა, მამა ვიტალიმ უცებ მითხრა: „რატომ არ აიღე კურთხევა მღვდელმთავრისაგან?" მაშინ ვერ მივხვდი, რომელ მღვდელმთავარზე მელაპარაკებოდა, მაშინ ხომ ანდრია ბერიც კი არ იყო").
* * *
როდესაც მამა ვიტალი ძალიან ცუდად ხდებოდა, დედა სერაფიმა პატრიარქს ურეკავდა და უწმიდესიც აუცილებლად რამეს უგზავნიდა ან თვითონ მოდიოდა მასთან. ერთხელ მან მოიტანა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანადის მირონმდინარე ხატის ზეთი და თვითონ სცხო მამა ვიტალის. ამ დროს მისი უწმიდესობა ყოველთვის ამხნევებდა მას და ყველა იქ მყოფს. შემოვიდოდა და გასხივოსნებული გაუღიმებდა: „მამა ვიტალი, ყველაფერი კარგად იქნება!" როდესაც მისი ოთახიდან გამოდიოდა, ემჩნეოდა, როგორ განიცდიდა, მაგრამ მამა ვიტალის ამას არასოდეს აჩვენებდა. მისი მონახულების შემდეგ მამა ვიტალი ყოველთვის გახარებული და გამხნევებული იყო.
* * *
სქემიღუმენია სერაფიმა: „გარდაცვალების წინა დღეს უეცრად მან ხელით მანიშნა, რომ ფანჯარაზე ფარდები გადამეხსნა. მე ვკითხე: „ვის ხედავთ?" იგი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ თავის ხელს ემთხვია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა. ხატი მივაწოდე და მან ყველა დაგვლოცა. შემდეგ ვკითხე: „დედა ღვთისმშობელი მობრძანდა?" მან თავი დამიქნია და ატირდა.
* * *
მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა.
მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რათა გამომშვიდობებოდა საყვარელ ადამიანს. მან თქვა: „თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ". უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა უდიდესი ბერი, თან დასძინა: „მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს".
* * *
1992 წლის 5 დეკემბერს მისი უწმიდესობის კურთხევით მამა ვიტალი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებდა. ქადაგებაში მან ბრძანა:
„დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ხუცესს, სქემარქიმანდრიტ ვიტალის. ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იცის, რაოდენ წმიდა იყო ამ გასაოცარი ბერის ცხოვრება.
გასაოცარი და წმიდა რწმენა, განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება - ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის, ვისაც მისგან ნუგეშის მიღება ჰქონდა. ეს იყო წმიდა ხუცესი, მე არაერთხელ მინახავს ეს სიწმიდე, რომელსაც იგი თავის გარშემო აფრქვევდა. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა. ისევე, როგორც სიცოცხლეში, იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხუცესთაგანია, რომლებიც განსაცდელის მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ..."
* * *
მღვდელი პავლე კოსაჩი: „პატრიარქმა შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა იგი, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩამედო. ამ დროს მისი ხელის დიდი თითი გაიხსნა, მე ლოცვის ფურცელი მის ხელისგულზე დავდე - და ხელი თვითონ შეიკრა. იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, რომ მოულოდნელობისაგან წამოვიყვირე: „თვითონ გამომართვა!" მოგვიანებით მივიღე ეს ფაქტი ჩვეულებრივად - ეს ადამიანი ხომ არაამქვეყნიური იყო".
„თვითონ აიღო!" - დამიდასტურა გვერდით მდგომაა მღვდელმა მიქაელ დიდენკომ (იგი 2000 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტის ხარისხში).
უწმიდესმა პატრიარქმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაიქნია თავი და მსახურება განაგრძო (მღვდელმსახურთა ეს რეაქცია დაფიქსირებულია ვიდეოკამერით).
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალულია წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის საკურთხევლის პირდაპირ, ტაძრის ეზოში. საფლავზე ჩაუქობლად ანთია კანდელი, არ ქრება სანთლები და ყოველთვის არის ყვავილები. მამა ვიტალის საფლავთან მოდიან ისინიც, ვინც ადრე მას არ იცნობდა, მოდიან ხუცესის მადლიანი შეწევნისათვის, რომელსაც ისინი რეალურად გრძნობენ თავიანთ ცხოვრებაში. სიცოცხლეში ხომ მამა ვიტალი ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს, მე დაგეხმარებით".
„მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!" - უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება.
მამა ვიტალის სიყვარული მისი ზეციურ იერუსალიმში წასვლის შემდეგ კვლავ ჩვენთანაა, რამეთუ პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, „სიყვარული არასადა დავარდების!" (1 კორ. 13, 8). მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 47 (255), 2003 წ.  წყარო:www.orthodoxy.ge
------------------------------------------------------------------------------------------------------------
მამა ვიტალი (სიდორენკო) დაიბადა 1928 წელს კრასნოდარის მხარის სოფელ ეკატერინოვკაში. მისი დედა ალექსანდრა (შემდგომში – მონაზონი ანდრონოკა), ჯერ კიდე მისი მუცლად ტარებისას, ასე ლოცულობდა: "ღმერთო, ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადამიანებისთვისაც”. მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: "საიდან ორი მზე” პასუხად ჩაესმა: "ერთი მზე შენს საშოშია” რვა დღის ჩვილი ნათლობისას იღიმებოდა, ემბაზში კი ფეხზე დადგა. ქრისტიანული წესის თანახმად ალექსანდრამ ვაჟიშვილი მეორმოცე დღეს ტაძარში მიიყვანა. მღვდელმა ჩვილი საკურთხეველში შეიყვანა და მაშინვე იგრძნო მისგან გამომავალი მადლი. შემდეგ მან ბავშვი საკურთხევლიდან გამოიყვანა, დედას გადასცა და უთხრა: "ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნება”. სახლში დედას ჩვილის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა. გადმოცემის თანახმად, ყრმა ვიტალი ხორცს საერთოდ არ იღებდა, ხოლო ოთხშაბათს და პარასკებ რძესაც არ აკარებდა პირს. პატარა ვიტალის კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმიდა სახარება გამხდარა. 16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია.
1948 წ. ვიტალი, რომელსაც ღვთისმსახურება მონასტერში სწადდა, წმიდა სამების სერგის ლავრაში გაემგზავრა. რომელიც ომის დასრულების შემდგომ ახალი გახსნილი იყო. იგი მონაწილეობას იღებდა ლავრის აღმშენებლობაში. თუმცა მისი უსაბუთოდ გაჩერება დიდხანს ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ, ლავრის გამოცდილმა მამებმა ურჩიეს, გლინის უდაბნოში წასულიყო, რომელიც ბერებით იყო განთქმული. აქ მონასტერი XVI საუკუნის დასაწყისში დაარსდა ღვთისმშობლის შობის სასწაულმოქმედი ხატის გამოცხადების ადგილას. საუკუნეების მანძილზე ეს სავანე ცნობილი იყო გლინის ბერების მაღალი სულიერებით. 1922 წელს სავანის ცხოვრება იძულებით შეწყდა და მხოლოდ ომის დროს 1942 წელს აღსდგა. 20 წლის განმავლობაში მონასტერი თითქმის მთლიანად დაინგრა და გაიძარცვა მაგრამ ბერების ძალისხმევით და მრევლის შემოწირულობებით მონასტერი აღდგა დიდი გაჭირვების მიუხედავად ბერები მადლობას სწირავდნენ უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ წმინდა სავანეში ცხოვრების საშუალება ჰქონდათ.
ასეთი დახვდა გლინის უდაბნო ვიტალი სიდორენკოს 1948 წელს. ამ წლებში სავანის სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობდა სამი შესანიშნავი ბერი მონასტრის წინამძღვარი სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ამელინი), სქემიღუმენი ანდრონიკე (ლუკაში) და სქემმონაზონი სერაფიმე (რომანცოვი). მათგან ისწავლა ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. მისი სულიერი მოძღვარი გახდა მამა სერაფიმე (რომანცოვი). ვიტალი ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო როდესაც სატრაპეზოში მუშაობდა, გონებაში ხშირად ამბობდა: "მიიღეთ, ძმებო, ჩემი უღირსი მსახურება” და თაყვანს სცემდა მათ. ცოტა ხნის შემდეგ მის გულში იესოს განუწყვეტელი ლოცვა აღენთო, ასე მიიღო თავმდაბლობისა და სიყვარულისთვის განუწყვეტელი ლოცვის მადლი. მერე და მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირადა. მამა ვიტალი ერთი პერიოდი ტაგანროგში გადავიდა, გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მოგვიანებით მისი სულიერი შვილები გახდნენ და მათთან ერთად ფეხით მოილოცა რუსეთის სიწმინდეები. მას ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ. მომლოცველობის იმ მკაცრ წლებში მამა ვიტალი გაცივდა და ტუბერკულიოზით დაავადდა. იგი საავადმყოფოში დააწვინეს, ძალიან მძიმედ იყო, ფილტვები ეშლებოდა. მის სანახავად მიდიოდნენ დამწუხრებული ადამიანები ეშინოდათ ძვირფასი სულიერი მოძღვარის დაეკარგვის. მამა ვიტალი პალატაში მფრინავებთან ერთად იწვა. ისინი გაკვირვებულნი იყვნენ, ვიტალი არაფერს ჭამდა და ყველაფერს სხვებს ურიგრბდა. ღამღამობით პალატაში ფეხზე წამოდგებოდა და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა. იგი სასწაულებრივად გადარჩა.
მამა ვიტალი, სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ბრუნდებოდა გლინის უდაბნოში მამა სერაფიმესთნ, რომლის მორჩილებასაც მკაცრად იცავდა. ხრუშჩოვის პერიოდი იყო. გლინის უდაბნოს დახურვის საფრთხე ემუქრებოდა ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და ბენედიქტე უწოდეს. იგი აფხაზეთის მთებში გაუშვეს. მაშინ იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. ძალზედ შეუყვარდათ ძმებს ვიტალი, მაგრამ ამბობდნენ ერთი ნაკლი აქვს – ყველაფრის გაცემა უყვარსო. ეს იყო ის "ნაკლი”, რომელიც სიცოცხლს ბოლომდე არ მოსცილებია. მამა ვიტალი ძალიან თავმდაბალი იყო, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს. ყველაზე უბრალოს ეტანებოდა 1969 წელს მამა ვიტალი (ბერობაში ბენედიქტე) თბილისში ჩამოვიდა და წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართმადედბლურ ტაძარში მივიდა სადაც მაშინ მეუფე ზინობი (მაჟუგა) მოღვაწეობდა.
აღსანიშნავია, რომ მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა უწმინდესი და უნეტარესი ილია II და მას პატრიარქობა უწინასწარმეტყველა.
მამა ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. მას საბუთების უქონლობის გამო თბილისშიც დევნიდნენ. 5 წლის განმავლობაში იგი ქართულ ოჯახში საიდუმლოდ ცხოვრობდა ადამიანებისა და ხელისუფლებისგან მალულად. მხოლოდ იშვიათად ჩნდებოდა ღვთის მსახურების დროს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. დედა მარიამი (სქემაში სერაფიმა) რომელიც შემდგომში მისი მესენაკე გახდა, ყოველთვის ცდილობდა საშიშროებისგან მის დაცვას.
მამა ვიტალის ძალიან უყვარდა საქართველო, ეს სიყვარული მეუფე ზინობისგან მიიღო მემკვიდრეობით, მან გაითავისა ამ უძველესი მართლმადიდებლური ქვეყნის ისტორია, მისი ხალხის ტკივილი და ტანჯვა. შეიყვარა ქართული ღვთისმსახურება, მისი უძველესი საეკლესიო საგალობლები, ღრმა პატივს მიაგებდა საქართველოს ეკლესიის წმინდანებს, ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება. "რუსეთს კი სძინავსო”, ამბობდა სინანულით.
1970 წელს მამა ვიტალის რუსეთიდან, ლიპეცკის მხრიდან სოფელ ბურდინოს ამაღლების სახელობის ტაძრიდან სტუმრები ეწვივნენ და ტაძრის აღდგენაში დახმარება სთხოვეს, მეუფე ზინობის კურთხევით მამა ვიტალი რუსეთში, გაემგზავრა და ამაღლების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო სტრუქტურებს არ მოსწონდათ ეს მაგრამ ხელის შეშლა ვერ შეძლეს.
1970-იანი წლების ბოლოს მამა ვიტალის კუჭის ავადმყოფობა გაუმწვავდა. იგი არასოდეს აგრძნობინებდა სხვებს თავის ტკივილებს, თუმცა ერთხელ აღიარა "ეს ისაა თითქოს ნემსების კონა გერჭობოდეს”. გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად გარშემო მყოფებს თავს მხიარულად აჩვენებდა და ყველას დადებითი ენერგიით აღავსებდა. მისი ჯამრთელობა უარესდებოდა, მაგრამ ღვთაებრივი ძალა ეხმარებოდა, რომ დაეთმინა თავისი ტკივილი და სხვებს დახმარებოდა. განიცდიდა სხვების გასაჭირს და რომ არა დედა მარიამისა და მრავალრიცხოვანი მრევლის ძალდატანება, არც იმკურნალებდა.
1979 წელს მამა ვიტალი სამკურნალოდ რუსეთში გაემგზავრა. საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს და კუჭის ორი მესამედი ამოკვეთეს. როდესაც საავადმყოფოში იწვა, თავისი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სხვებს ეხმარებოდ, მათთვის ლოცულობდა და თავის საკვებს და წამლებსაც კი სხვა ავადმყოფებს ურიგებდა. ამბობდა: "წამლებით კი არ გამოვჯანმრთელდები არამედ იმით რომ სხვებს მივცემ”.
მამა ვიტალი 1980-იან წლებში ისევ დაბრუნდა სააქართველოში. მისთვის საქართველო ყოველთვის "წმიდა ივერია” იყო. სამოქალაქო ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხით აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. აფხაზეთის ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: "იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა”. 1992 წელს ძმათამკვლელი ომის დროს მამა ვიტალიმ გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა. საღამოობით ანთებდა უამრავ სანთელს. მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს. იგი დიდად აფასებდა მის თანამებრძოლს სულიერ ბრძოლაში – მამა გაბრიელს, ამბობდა ხოლმე: "გაბრიელ ბერი – უდიდესი ბერია”.
მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ წინასწარ იცოდა. გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე ძალიან ცუდად გახდა, მეტყველების უნარი დაკარგა და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა. მასთან ხშირად მიდიოდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. გარდაცვალების შემდეგ ცხედარი დაასვენეს წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში. მიცვალებულს წესი უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ შეკრა.
მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. ასეა დღემდე. მონაზონთა გადმოცემით, მას უთქვამს "მოდით ჩემს საფლაზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”. მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში ივ. ჯავახიშვილის ქ. 69. მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.
                                                                                                                                       დავით დანელია.  წყარო http://www.ambioni.ge
კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 2866 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: გაბრიელი, მამა, სასწაული, საფლავი, ბერი, სიდორენკო, ვიტალი | რეიტინგი: 5.0/4 |
სულ კომენტარები: 2
2 თეა  
0
მამა ვიტალი დამეხმარე და შეგვეწიე გთხოვ.გამომიჯანმრთელე შვილი.ამინ!

1 irakli  
0
შეგვეწიე და დაგვლოცე მამა ვიტალი,,,

სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024