† მრწამსი †
პარასკევი, 19.04.2024, 11:02

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 417

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2010 » მარტი » 19 » ევქარისტიის კანონის სასწაული, საიდუმლო სერობა
ევქარისტიის კანონის სასწაული, საიდუმლო სერობა
14:05

 
ქრისტეს შობიდან VIII საუკუნეში იტალიის ქალაქ ლანჩანოში მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარეობდა ლიტურგია. ევქარისტიული კანონის შესრულების დროს ერთ სასულიერო პირს დაებადა ეჭვი: „ნუთუ მართლა მაცხოვრის სისხლი და ხორცია ღვინისა და პურის სახით საიდუმლოს შესრულების დროს?" ფიქრობდა იგი. სახელი არ შემორჩა ისტორიას იმ მღვდელმონაზვნისა, რომელსაც დაებადა ეჭვი, თუმცა მისი მიზეზით მოხდა უდიდესი სასწაული, რომელიც განდიდდება დღემდე!              
მღვდელი ლიტურგიისას ცდილობდა განეგდო ეჭვიანი აზრი, თუმცა განგდების შემდეგ ეჭვი კვლავ უბრუნდებოდა მას: „რატომ უნდა ვირწმუნო, რომ პური აღარ არის პური, ხოლო ღვინო სისხლად გადაიქცევა? ვინ დაამტკიცებს ამას? მითუმეტეს რომ გარეგნულად არავითარი ცვლილება არ ხდება და არც მომხდარა არასოდეს. ალბათ ეს მხოლოდ სიმბოლოა უბრალოდ, საიდუმლო სერობის დროის გასახსენებლად."
იმ ღამით, როდესაც მაცხოვარი გაიცა, მან აიღო პური, აკურთხა, განტეხა და მიაწოდა მოწაფეებს სიტყვებით: „მიიღეთ და სჭამეთ. ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა", ასევე აიღო ბარძიმი და თქვა: სუთ ამისაგან ყოველთა: „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვისა და მრავალთათვის დანთხეული მისატევებლად ცოდვათა".
მართალია, შიშით წარმოსთქვამდა მღვდელმონაზონი ევქარისტიული კანონის სიტყვებს, მაგრამ ეჭვი კვლავ არ ტოვებდა მას და ფიქრს ასე აგრძელებდა: „დიახ, ქრისტეს შეეძლო თავისი ღვთაებრივი ძალით გადაექცია პური ხორცად და ღვინო სისხლად. ყველაფერი შეეძლო მას, მაგრამ ეს ხომ დიდი ხნის წინათ მოხდა. იქნებ დღეს ევქარისტიული კანონის მხოლოდ გარეგნული სახე შემოგვრჩა, ხოლო ჭეშმარიტი საიდუმლო კი მაცხოვრის ამ ქვეყნად ცხოვრების შემდეგ არ შესრულებულა?"
ასე წვალობდა ეჭვით და ამაოდ ცდილობდა მღვდელი სიმშვიდისა და სარწმუნოების აღდგენას. ერთ-ერთი ლიტურგიისას კვლავაც ასეთ ფიქრებში იყო ევქარისტიული კანონის აღსრულებისას, რომ უცებ მისი შეძრწუნებული ყვირილი მთელ ეკლესიას მოედო. ევქარისტიული პურის განტეხვის დროს მღვდლის ხელში პური რაღაც სხვა საგნად გადაიქცა, მღვდელი თავდაპირველად ვერ მიხვდა რა იყო ეს, როცა კარგად დააკვირდა ნახა, რომ ბარძიმში უკვე აღარ იყო ღვინო, არამედ წითელი სითხე, ნამდვილი სისხლი. გაოცებული მღვდელი დაჰყურებდა საგანს და პურის მაგივრად ხედავდა ადამიანის სხეულის ხორცის წვრილ ჩამონაჭერს. მის ყვირილზე ბერები შეგროვდნენ საკურთხეველში.
შეძრწუნებულმა მღვდელმონაზონმა მყისვე აღიარა ბერთა წინაშე თავისი ეჭვის შესახებ, და ყველამ იხილა მის ხელთ აღსრულებული ეს გამაოგნებელი სასწაული. იგი ტირილით დაემხო მუხლებზე და დიდხანს ლოცულობდა. რას ლოცულობდა იგი ამ დროს? მადლობას სწირავდა ღმერთს მოხდენილი სასწაულისათვის თუ, თხოვდა შენდობას თავისი მცირედმორწმუნოებისათვის? - ჩვენ ამას ვერ გავიგებთ ვერასოდეს.
ერთი კი დანამდვილებით ვიცით, რომ მას შემდეგ ქალაქ ლანჩანოში თორმეტი საუკუნეა რაც ინახება ამ მღვდელმონაზონის ხელთ აღსრულებული ევქარისტიული კანონის ეს უდიდესი სასწაული: პურისა და ღვინის ხილულად ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაქცევა. ამ სასწაულის შესახებ გაიგო მთელმა მსოფლიომ და დღესაც მრავალი ადამიანი ჩადის ქ. ლანჩანოში ამ დიდებული სიწმიდის სანახავად და მოსალოცად. ყველაზე საკვირველი ის არის, რომ სისხლი და ხორცი თორმეტი საუკუნეა ყოველგვარი ხელოვნური დაცვისა და სპეციალური კონსერვატების გარეშე ინახება, ფიზიკური, ატმოსფერული და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების ქვეშ. სისხლი კვლავ თხევად ფორმაშია და დღემდე ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რასაც ადამიანის ახალი სისხლი ფლობს.
აი, სწორედ ამიტომ არ შეიძლება მწვალებელთა მოუნანიებლად ზიარება და არც მწვალებლებთან ევქარისტიულ ერთობაში ყოფნა, რამეთუ სამღვდელოება ვინც ამ დანაშაულს სჩადის გმობს ევქარისტიის კანონს: ეს საშინელი ცოდვაა, რადგან საიდუმლო სერობაზე იუდას გამცემლობაზე უფლისგან წინასწარმეტყველურად თქმულის ტოლფასი ცოდვაა: „გაცემაა ღმერთის"! გმობაა უფლისაგან დაწესებული ევქარისტიის აი, ამ კანონის: აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონად."
ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება."
და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე. რადგან კაცის ძე მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაი, იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი." (ლუკა 22, 19-22)
მოამზადა „დიდგორის" პრესსამსახურმა
კატეგორია: სასწაულები | ნანახია: 2676 | დაამატა: mrwamsi | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024